სონტოკუ ნინომია
სონტოკუ ნინომია - დაიბადა 1787 წლის 4 სექტემბერს,კაიამას დასახლებაში (კანაგავას პრეფექტურა – იაპონია).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იაპონელი ფილოსოფოსი,ეკონომისტი,აგრონომი და სწავლული.გარდა ამისა,წარმოადგენდა შესანიშნავ ეკონომისტს.მოღვაწეობდა ედოს ისტორიულ პერიოდში.მისი ბავშვობის სახელი – კინძირო იყო.იაპონიის საზღვრებს გარეთ,მას უფრო ამავე სახელით მოიხსენიებენ.მისი ნაშრომები სხვადასხვა თემატიკებზე სულ 36 ტომს მოიცავს.ნინომია გახლდათ ღარიბი გლეხის რიემონა ნინომის ვაჟი.5 წლის იყო,როდესაც იაპონიაში,ისედაც ღარიბ გლეხობას თავს დაატყდა წყალდიდობა.მდინარე საკავას ადიდებამ,ადგილობრივ მოსახლეობას მთელი მოსავალი გაუნადგურა.ამიტომ ეს პერიოდი ნინომიას ოჯახისათვის ურთულეს პერიოდად იქცა.14 წლის იყო,როდესაც მამა გარდაეცვალა.მამის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში დედაც დაეღუპა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენემბმა,მის ისედაც გაჭირვებულ ყოფას,კიდევ უფრო დიდი გასაჭირია მოუტანა.მას ფაქტიურად,არა მარტო საკუთარი თავი,არამედ პატარა დაიკოებიც უნდა შეენახა.მალევე დაკავდა სოფლის მეურნეობით.იგი არ თაკილობდა ფიზიკურ შრომას.ამაში კი ჯანიც ხელს უწყობდა.მისი თანამედროვეების გადმოცემით ნინომია,ფიზიკურად სხვა იაპონელებთან შედარებით საკმაოდ მაღალი,182 სანტიმეტრი სიმაღლის გახლდათ.1843 წელს ოფიციალური სამსახური დაიწყო ფეოდალ ტოგუკავას კარზე.მისმა ინოვაციურმა,კაპიტალისტურმა ხერხმა,გაეცა კრედიტები მოსახლეობაზე,რათა სოფლის მეურნეობისათვის მიეხედათ,უდიდესი წარმატება მოუტანა მას.სინტოკუს ახალი ინიციატივა იმ პერიოდის იაპონელი გლეხებისათვის სრულიად უცხო,თუმცა მეტად მოსახერხებელი მოვლენა იყო.მისი მხრიდან ეს მოვლენა აღქმული იყო,როგორც ურთიერთდახმარება მოსახლეობის და სახელმწიფოს.ნინომიას წარმატებში ხელი,სპეციალურმა საკრედიტო კოოპერატივების დაფუძნებამაც ძალიან შეუწყო.ფეოდალურ იაპონიაში საკრედიტო კოოპერატივებმა ფართოდ გაიდგა ფესვები.მისმა ფილოსოფიურმა და ეკონომიკურმა ხედვებმა კი,უდიდესი კვალი დატოვა იაპონიის ოსტორიაში.დღესდღეობით იაპონიის უამრავ ქალაქში მისი ძეგლია დადგმული.მასზე შეითხზა სიმღერები დაიწერა ნაწარმოებები და გამოსახეს იაპონურ ვალუტა იენზე.სონტოკუ ნინომია გარდაიცვალა 1856 წლის 17 ნოემბერს იამიტში. (ავტორი გენია.ჯი)