დიოგენე სინოპელის ფილოსოფიიდან…
გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი - დიოგენე სინოპელი (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),ახალი გამოსული იყო საერთო აბანოდან,როდესაც მას ნაცნობები შემოხვდნენ.მცირეოდენი გასაუბრების შემდგომ,მათ დიოგენეს ჰკითხეს, – აბანოში იყო თუ არა ბევრი ხალხი?! დიოგენემ კი უპასუხა,რომ აბანოში მართლაც ბევრი ხალხი იყო.ამის შემდგომ,დიოგენე მათ დასცილდა,რა დროსაც სხვა ნაცნობები შემოხვდნენ.მათთანაც მცირეოდენი გასაუბრების შემდეგ ანალოგიური შეკითხვა მიირო, – დიოგენე,ბევრი ადამიანია თუ არა აბანოში? რაზეც დიოგენემ უარის ნიშნად თავი გააქნია და ნაცნობებს მიმართა:
“ადამიანი? არა. ფაქტიურად, იქ მე არცერთი ადამიანი არ შემხვედრია”. (ავტორი გენია.ჯი)
***
ერთ დღეს დიოგენემ ქალაქ ათენის ცენტრალურ მოედანზე ყვირილი დაიწყო: “ჰეი ადამიანებო,ადამიანებო!”
ამის გამო დიოგენეს ირგვლივ უამრავი ხალხი შეგროვდა.მათ კი იგი ხელჯოხით დაერია და განწირული ხმით დაიღრიალა:
“გამშორდით,გამშორდით! მე ადამიანებს ვეძახი და არა თქვენნაირ საძაგლებს”.
***
როგორც ცნობილია, დიოგენე ათენელებს განსაკუთრებით აქილიკებდა, რითაც მათ დიდ გულისწყრომას იწვევდა. შეკითხვაზე, თუ რატომ აქებდა სპარტელებს და კიცხავდა ათენელებს მაშინ, როდესაც თავად ათენში იყო და არა სპარტაში, დიდმა ფილოსოფოსმა შემდეგი პასუხი გასცა:
“უნდა იცოდეთ, რომ ექიმი ყოველთვის ავადმყოფთან მიდის და არა ჯანმრთელთან. სწორედ ამიტომ ვარ მე თქვენთან – ათენელებთან და არა სპარტელებთანო!”. (ავტორი გენია.ჯი)