ალექსანდრე მაკედონელისა და დიოგენე სინოპელის დიალოგიდან…
დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის,ესეისტისა და ბიოგრაფის – პლუტრქეს (ახ.წ.აღ-ით 56-127 წლები) გადმოცემის თანახმად,ალექსანდრე მაკედონელი დიდხანს ელოდა,იმას,რომ სიბრძნით სახელგანთქმული – დიოგენე სინოპელი მას ოდესმე თავისი ფეხით ესტუმრებოდა.თუმცა,აღსანიშნავია,რომ დიოგენეს აზრად არასოდეს მოსვლია მას ხლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ,თავად ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა დიოგენეს თავად სწვეოდა.იგი,თანმხლებ ამალასთან ერთად გაემგზავრა დიოგენეს მოსაძებნად.ბევრი ძებნის შემდეგ,მას კორინთოსთან ახლოს მიაგნეს.ამ დროს დიოგენე მზეს ეფიცხებოდა და დიდებული ამალისათვის ყურადრება არც კი მიუქცევია.ალექსანდრე წარსდგა დიოგენეს წინაშე და მიმართა:
- მე,მეფე ალექსანდრე დიდი ვარ.
დიოგენემ შეათვალიერა ალექსანდრე და მიუგო:
- მე კი,ძაღლი დიოგენე.
ასეთი უცნაური პასუხით შემცბარმა მაკედონელმა,მოპასუხეს მიმართა:
- დიოგენე – რატომ გეძახიან ძაღლს?
- ძაღლს იმიტომ მეძახიან,რომ ვინც ნატეხ პურს გულკეთილად გადმოაგდებს,მას არ ვუყეფ; ვინც არ გადმოაგდებს მას ვუყეფ,ხოლო ბოროტს კი აუცილებლად ვკბენო, – მიუგო დიოგენემ.
- ჩემი გეშინია? ჰკითხა ალექსანდრემ.
- თავდაპირველად მიპასუხე შენ ვის წარმოადგენ? სიკეთეს თუ ბოროტებას? – კითხვა დაუბრუნა დიოგენემ.
- სიკეთეს, – გასცა პასუხი მაკედონელმა.
- და ეშინია კი ვინმეს ამქვეყანაზე სიკეთის?! უპასუხა დიოგენემ.
საუბრის დასასრულს ალექსანდრემ დიოგენეს მიმართა: - მთხოვე რაც გსურს.
- ერთადერთი რაც მსურს,არის ის რომ გაიწიო,რათა მზე არ დამიჩრდილო, – უპასუხა დიოგენემ.
დიოგენედან,შესანიშნავი შთაბეჭდილებებით მობრუნებულმა ალექსანდრე მაკედონელმა,თავის მხლებელ მხედრებს მიმართაა:
- მე,რომ ალექსანდრე არ ვიყო,აუცილებლად დიოგენობას ვისურვებდი. (ავტორი გენია.ჯი)