“საკონცენტრაციო ბანაკების” დაარსების ისტორიიდან…
“საკონცენტრაციო ბანაკების” დაარსება,სათავეს იღებს ინგლისელებისა და ბურების ომის პერიოდიდან (1880-1902 წლები).”საკონცენტრაციო ბანაკი (conceptration-თავმოყრა),სიტყვასიტყვით აღნიშნავს: “სპეციალურად აღჭურვილ თავისუფლების მასობრივი და იძულებითი აღკვეთის ცენტრს,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიებისთვის”.იგი იმ პერიოდისათვის,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე,ინგლისელებმა შექმნეს იმისათვის,რომ ბურებისათვის ერთად მოეყარათ თავი,რათა ადგილობრივ მოსახლეობას,პარტიზანებისათვის დახმარება არ გაეწიათ.ამ მიზეზის გამო,ბრიტანელებმა ბური მოსახლეობის (გლეხების),კონცენტრაცია აღნიშნული ბანაკების ტერიტორიებზე მოახდინეს.აღნიშნული მოვლენა,ინგლისელი სამხედროების მხრიდან,ერთგვარი თავის დაზღვევის საშუალება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) სულ,ინგლისელებს ბანაკებში 200,000-მდე ბური მოსახლე ჰყავდათ გამომწყვდეული,რომელთაგან 26 000 შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალა.მათ შორის იყვნენ ბავშვები და სრულიად უმწეო მოხუცები. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ დაწესებულებებს,რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს – “გადარჩენის ადგილები” ერქვა.მოგვიანებით,აღნიშნული დაწესებულების მსგავსი სისტემები,ესპანელებმა კუბაშიც შექმნეს.კიდევ უფრო გვიანდელ პერიოდებში კი – “საკონცენტრაციო ბანაკების” შექმნამ მასიური სახე მიიღო.დღესდღეობით ”საკონცენტრაციო ბანაკი”,ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანში,ასოცირდება მესამე რაიხისა და კომუნისტების მიერ შექმნილ (გულაგები) საშინელ სადამსჯელო ბანაკებთან.იმ საშინელ ბანაკებთან,სადაც მილიონობით ადამიანი განადგურდა.იმ ბანაკებთან,სადაც საშინელი ექსპერიმენტები ტარდებოდა კაცთა მოდგმის უმწეო წარმომადგენლებზე.ინგლისელთა მიერ XIX საუკუნეში დაარსებული “საკონცენტრაციო ბანაკები”,იმთავითვე იქცა,ყოველგვარი ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა ერთ-ერთი უმთავრეს მექანიზმად.იმ საშინელ მექანიზმად,რომლებსაც მილიონობით ადამიანი ეწამა და ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)
ინგლის-ბურების ომის დროინდელი აღმაშფოთებელი სიუჟეტის მქონე ფოტო,სადაც “საკონცენტრაციო ბანაკის” მსხვერპლ დედას,გარდაცვლილი შვილი უსვენია ხელთ