კარლოს V ჰაბსბურგი – “ეპიზოდი”

საღვთო რომის იმპერატორმა ჰაბსბურგების დინასტიიდან - კარლ V ჰაბსბურგმა (1500-1558 წლები),ერთ-ერთი ხატვის სეანსზე,მაშინ,როდესაც მის პორტრეტს გენიალური იტალიელი მხატვარი ტიციანო ვეჩელი (1488-1576 წლები) ხატავდა,დაინახა თუ როგორ გაუვარდა ხატვისას ხელიდან ფუნჯი მხატვარს. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტის მომსწრე იმპერატორი,სასწრაფოდ წამოდგა დაკავებული ადგილიდან და მხატვარს იატაკზე დავარდნილი ფუნჯი,თავადვე,საკუთარი ხელით მიაწოდა.ასეთი კეთილშობილი საქციელით გაოგნებული – ტიციანისა და დამსწრე საზოგადოების წამოძახილზე:

- რას აკეთებთ თქვენო ბრწყინვალებავ?!”

რაზეც კარლ V ჰაბსბურგმა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით მიუგო:

 - განსაკუთრებულს არაფერს,უბრალოდ,”დიდებულ” ტიციანს საკუთარ ფუნჯს ვაწვდი”. (ავტორი გენია.ჯი)