“აზიის ზოგადი დახასიათება”

თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზიის პოლიტიკურმა რუკამ.პირველი მსოფლიო ომის შედეგები განსაკუთრებით შეეხო ოსმალთა იმპერიის ტერიტორიას.

ოსმალეთის ტერიტორიები ერთა ლიგის გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებული – სამანდატო ტერიტორიები,გადაეცათ ანტანტის ქვეყნებს:სირია-საფრანგეთს,პალესტინა,ტრანსიორდანია და ერაყი -გაერთიანებულ სამეფოს,ხოლო არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო ზოლში წარმოიშვნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები ჰიჯაზი,ასირი და იემენი.რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა ახალი ტიპის სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი.

აზიის პოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებები ხდება,როგორც მეორე მსოფლიო ომის წინა,ასევე ომის შემდგომ პერიოდშიც.მაგალითად.1931-32 წლებში იაპონიამ ჩინეთს წაგლიჯა მანჯურია,1937 წელს კი აღმოსავლეთ ჩინეთის რაიონები ქალაქ შანჰაითურთ. (ავტორი გენია.ჯი) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1947 წელს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში შეიქმნა ორი სახელმწიფო:ისრაელი და იორდანია.1946 წელს კი დამოუკიდებლობა მოიპოვა ფილიპინებმა.გაერთიანებული სამეფოს ყოფილი კოლონია ინდოეთი,რელიგიური ნიშნის მიხედვით გაიყო ორ დომინიონად;ინდოეთად და პაკისტანად,რომლებიც მოგვიანებით რესპუბლიკებად გამოცხადდნენ ბრიტანეთის თანამეგობრობაში. (ავტორი გენია.ჯი) 70-იანი წლების დასაწყისში პაკისტანს გამოეყო ბანგლადეში.90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიშვა სამოუკიდებელი სახელმწიფოები.ამ იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ყველა აზიური ქვეყანა დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ.განსაკუთრებული როლი აზიის პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბებაში ითამაშაჩინეთმა.ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ორი იემენის გაერთიანება,მონარქიის აღდგენა კამბოჯაში,ერაყ-ქუვეითის ომი,სპარსეთის კრიზისი,ისრაელის ექვს დღიანი ომი და ასე შემდეგ.ტერიტორიის სიდიდის მიხედვითაზიის “დიდ სამეული” არიან:ჩინეთი,ინდოეთი და რუსეთი.მმართველობის ფორმის მიხედვით,რესპუბლიკები არიან:ინდოეთი,პაკისტანი,ჩინეთი,ბანგლადეში,რუსეთი,თურქეთი,ირანი…რაც შეეხება მონარქიებს,მათი რიცხვი 13-ია.ვხვდებით,როგორც კონსტიტუციურ (იაპონია,მალაიზია,ნეპალი),ასევე აბსოლუტურ მონარქიებს (საუდის არაბეთი,ომანი,ყატარი).

ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით გაბსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონია,რომელიც ეკონომიკური სიმძლავრით წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში.მნიშვნელოვანია ასევე ჩინეთის,თურქეთის,რუსეთის,სამხრეთ კორეის და ტაილანდის ეკონომიკური პოტენციალი.დღეისათვის აზიის პოლიტიკურ რუკაზე 43 სუვერენული სახელმწიფოა.სხვადასხვა სახის ორგანიზაციათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია,რომელიც 1967 წელს შეიქმნა და რომელიც აერთიანებს 9 ქვეყანას.აზიაში მდებარეობს ასევე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის “ოპეკის” 13 წევრიდან 7 ქვეყანა – ერაყი,ირანი,ქუვეითი,საუდის არაბეთი,ინდონეზია,არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყატარი. (ავტორი გენია.ჯი)