ტირიჩმირი

ტირიჩმირი - წარმოადგენს მთას პაკისტანის სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში.მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 7708 მეტრია.იგი ჰინდუკუშის მთათა სისტემის,ყველაზე მაღალი მწვერვალია (მთათა სისტემა შუა აზიაში,პაკისტანსა და ავღანეთში).თავად “ჰინდუკუში”,სპარსული ენიდან ითარგმნება,როგორც – “ინდუსების მკვლელი. (ავტორი გენია.ჯი) ტირიჩმირი,მდებარეობს მთა ნანგა-პარბატის ჩრდილო-დასავლეთით 240 კილომეტრში და ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 300 კილომეტრის მოშორებით.ტირიჩმირი სხვა დიდ პიკებთან დაკავშირებულია ქედებით,რომლებიც მასიური ყინულის ქვეშ არიან მოქცეული.თავად – ტირიჩ მირის მწვერვალიც დაფარულია ყინულოვანი ფენებით.იგი აგებულია კრისტალური ქანებით.ფერდობებზე მყინვარები და დიდი ფირნული ველებია.პირველად,აღნიშნული მთა დალაშქრა ნორვეგიის საექსპედიციო ჯგუფმა 1950 წელს,დიდი ნორვეგიელი ფილოსოფოსისა და ალპინისტის – არნე ნესომის (1912-2009 წლები) ხელმძღვანელობით. (ავტორი გენია.ჯი)