გრენადა

გრენადა -  გახლავთ კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შედის მცირე ანტილიის კუნძულების შემადგენლობაში.ქვეყნის დედაქალაქი სენტ-ჯორჯესია (7500 მაცხოვრებით,ხოლო აგლომერაციაში 33,000 მაცხოვრებლი ცხოვრობს).გრენადას ფართობი 344 კვადრატული კილომეტრია,რითაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან მას 217-ე ადგილზე აყენებს მსოფლიოში.მოსახლეობის რაოდენობა 89,502 ადამიანია,რითაც,ასევე ანალოგიური მაჩვენებლებითთ,მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან 197-ე ადგილზე აყენებს. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის ოფიციალური ენაა ინგლისური.ეროვნული ვალუტა აღმოსავლეთ-კარიბული დოლარია.სახელმწიფო წყობა კონსტიტუციური მონარქიაა( სამეფო).შედის გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობაში.ქვეყნის მეთაურად გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბედ II-ეა,რომელიც ნისნავს გენერალ-გუბერნატორს,რომელიც ინიშნება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის რეკომენდაციით დედოფალთან.საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი პარლამენტია,რომელიც 13 კაციანი სენატისა და 15 დეპუტატიანი წარმომადგენლობითი პალატისაგან შედგება.დეპუტატებს 5 წლის ვადით ირჩევენ.წამყვანი პოლიტიკური პატიებია – გრენადის გაერთიანებული ლეიბორისტული პარტია და ნაციონალურ-დემოკრატიული კონგრესი.ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად და 2 დამოკიდებულტერიტორიად.გრენადის კუნძულები აღმოჩენილ იქნა კოლუმბის მიერ 1498 წელს და იგი იმ დროს დასახლებული იყო კარიბი-ინდიელებით. (ავტორი გენია.ჯი) 1650 წელს საფრანგეთმა შეისყიდა კუნძული,თუმცა 1763 წელს ინგლისელებმა დაიპყრეს იგი.მიუხედავად ამისა ფრანგებმა 1779 წელს დაიბრუნეს გრენადა.საბოლოოდ ინგლისმა 1783 წელს ვერსალის ხელშეკრულების თანახმად იგი ინგლის მიაკუთვნეს.1974 წეს კი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გრენადა სევიდა გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობაში.გრენადა ვულკანური წარმოშვების კუნძულებია,მაქსიმალური წერტილი ქვეყნისა სენტ-კატერინის ვულკანური წარმოშვების მთაა 840 მეტრი სიმაღლით.ქარიშხლების სეზონი იცის ივლისსა და ოქტომბერში.გრენადა შედგება კუნძულთა ჯაჭვისგან,რომელთაგანაც ყველაზე დიდი კუნძული – კარიოკაა.ქვეყნის 82% შავკანიანი მოსახლეობაა,13% მულატია,5% თეთრკანიანები და ინდიელები არიან.გრენადის მოსახლეობის 53 % კათოლიკეა,14% ანგლიკანი და 33% პროტესტანტული კონცეფსიის მატარებელია.მისი მთავარი ეკონომიკური ბურჯი ტურიზმია,ასევე ექსპორტზე გააქვთ კაკაო,ბანანი,ავოკადო და სხვა ეგზოტიკური ხილი და პროდუქტი.მთავარი ეკონომიკური პარტნიორებია – ამერიკა,ტრინიდადი და ტობაგო და ბარბადოსი.ქვეყანა მდიდარია ულამაზესი ფლორითა და ფაუნით.ფაუნა ძირითადად წარმოდგენილია უამრავი ჯიშის ფრინველებით.ხოლო სანაპიროები მდიდარია თევზის უნიკალური სახეობებით.დიპლომატიური ურთიერთობები გრენადას მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს დამყარებული და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანაა. (ავტორი გენია.ჯი)

გრენადას ეროვნული გერბი

გრენადა რუკაზე