როჯერ ბეკონი
როჯერ ბეკონი - დაიბადა 1214 წელს ინგლისის ქალაქ ილჩესტერში (სომერსეტის საგრაფო).იგი გახლდათ უდიდესი ინგლისელი ფილოსოფოსი,ბუნებისმეტყველი და “ფრანცისკანული ორდენის”აქტიური წევრი.მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია.ტუმცა არსებობს სხვადასხვა ვარაუდები,რომ როჯერი 1210,ან 1220 წლებში დაიბადა.მიუხედავად ამისა,ბეკონის დაბადების ყველაზე ლოგიკურ თარიღად 1214 წელია მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) როჯერი,ეკონომიკურად საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა.მისი ჩანაწერებიდან ვგებულობთ,რომ მას ბავშვობაში შეეძლო 2 000 ფუნტი დაეხარჯა წიგნებში,ცხრილებსა და სხვადასხვა ხელსაწყოებში.ერთი სიტყვით,რომ ვთქვათ,იმ საგნებში,რომელიც განათლებისათლების მისაღებად იყო საჭიროა.მან აქტიურად დაუჭირა მხარი ინგლისის მეფეს ჰენრიხ III-ეს,სიმონა დე მონფორასა და სხვა ბარონების წინააღმდეგ ბრძოლაში.ამ ფაქტმა,მას არა მარტო ეკონომიკური,არამედ ფიზიკურად არსებობის პრობლემაც კი შეუქმნა,რის გამოც როჯერ ბეკონი,საკუთარ ოჯახთან ერთად იდევნილებად იქცნენ.ცნობილია,რომ მისი ძმებიდან ერთ-ერთი,საკმაოდ ერუდირებული მეცნიერი იყო.განათლება როჯერმა,ოქსფორდისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო.1241 წელს მაგისტრის ხარისხიც ებოძა.1247 წლიდან პარიზის უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.ხელოვნების ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს არისტოტელესა და სხვა გენიოსების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) იგი პარიზში ცნობილი გახდა სქოლასტიკური ფილოსოფიის მიმდევრებთან პოლემიკების შედეგად,სადაც მათ ფილოსოფიურ ხედვებს უარყოფდა.მოგვიანებით მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება.1250 წელს ბრუნდება სამშობლოში და ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას.ამავე პერიოდში ხდება ფრანცისკანელთა ორდენის წევრი.მიუხედავად მისი პოპულარობისა,მასში შეჰქონდათ ეჭვი,როგორც შავი მაგიის მფლობელისა.1257 წელს ფრანცისკანელთა ორდენის გენერალმა ბონავენტურამ აუკრძალა ლექციების კითხვა ოქსფორდში და უბრძანა საფრანგეთში ფრანცისკულ მონასტერში წასულიყო.მხოლოდ ახალი რომის პაპის კლიმენტ IV-ის არჩევის შემდეგ მიეცა საშუალება მისი სამი ტრაქტატი გამოექვეყნებინა – დიდი შრომა,პატარა შრომა და მესამე შრომა.თუმცა კლიმენტ IV-ის გარდაცვალებამ მისი სხვა ნაშრომების გამოქვეყნებაში ცვლილებები შეიტანა.მისი ნაშრომები ეხებოდა მეცნიერულ კვლევებს მათემატიკასა და ფიზიკაში,ასევე სხვა მეცნიერულ საკითხებს.1278 წელს ბრალი დასდეს ერეტიკოსობაში და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.თუმცა არის მოსაზრება რომ იგი დაატუსაღეს.1298 წელს მას მიენიჭა თავისუფლება და შექმნა კიდევ არა ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი,მათ შორის აღსანიშნავია – Communia Naturalium,რომელიც დღეს მაზარინის ბიბლიოთეკაშია დაცული,პარიზში.როჯერ ბეკონი გარდაიცვალა 1292 წელს ოქსფორდში.მისი ნაშრომები კი აქტუალურობას არც დღეს ჰკარგავს. (ავტორი გენია.ჯი)