“მარათონის ბრძოლა”
სპარსეთის იმპერიამ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნის მეორე ნახევარში დაიპყრო და თავის შემადგენლობაში შეიყვანა,იმ პერიოდის მსოფლიოს ცივილიზაციათა უზარმაზარი ტერიტორიები. (ბაბილონი,ეგვიპტე,მცირე აზია).ყოველივე ამის შემდეგ კი სპარსეთის წინაშე წამოიმართა უძველესი ბერძნული ცივილიზაცია.VI საუკუნის მიწურულსათვის,მათ დაიკავეს ბევრი მდიდარი ბერძნული ქალაქი (ეფესო,მილეტი,პერგამი და სხვები).მიუხედავად დაპყრობისა,სპარსებს ადგილობრივი მოსახლეობიდან მაინც დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდათ,რამაც სპარსებს კიდევ უფრო დიდი მიზეზი მისცათ იმისა,რომ საბერძნეთის სხვა ტერიტორიებიც ჩაეგდოთ ხელში. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 500 წელს დამპყრობლებს მილეტის (იონიის) მოსახლეობა აუჯანყდა.აჯანყებულებს მხარი დაუჭირა “საბერძნეთის გულად” ცნობილმა – ათენმა და ერეტრეამ.მათ იონიის დასახმარებლად მოხალისე-მოლაშქრეებით დატვირთული 25 სამხედრო-საზღვაო გემი გაგზავნეს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აჯანყებულებს დახმარება ლეგენდარულმა ძველბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფომ – სპარტამაც გაუწია. ძვ.წ.აღ-იათ- 496 წელს აჯანყებულებმა მარცხი განიცადეს.იონელების აჯანყების აქტმა,სპარსებს მთელი საბერძნეთის ხელში ჩაგდება გადააწყვეტინა.მათ ომი გამოუცხადეს ბალკანურ ნაწილს საბერძნეთისა (ცნობილია,რომ საბერძნეთი იმ პერიოდში პატარა ქალაქ სახელმწიფოებისგან შედგებოდა). ძვ.წ.აღ-ით 492 წელს სპარსები დაიძრნენ სახმელეთო და საზღვაო გზებით საბერძნეთისაკენ.მიუხედავად იმისა,რომ თავდაპირველად სპარსებმა ზღვაზე ამტყდარი შტორმის შედეგად ფლოტი დაჰკარგეს,ისინი მაინც ახალი ძალებით გაეშურნენ საბერძნეთის სანაპიროებისკენ. ძვ..წაღ-ით 491 წელს სპარსთა მეფე – დარიოსმა ელჩები გაგზავნა ბერძნებთან და მათგან მორჩილება და ერთგულება მოითხოვა.რამოდენიმე ბერძნულმა ქალაქმა აღიარა კიდეც სპარსთა ბატონობა,თუმცა სპარტელებმა და ათენელებმა შემოთავაზებულმა სასტიკი უარი განაცხადეს.ამავე დროს,მათ სპარსებს,მიგზავნილი ელჩები დაუხოცეს. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით 490 წელს სპარსებმა ეგეოსის ზღვიდან დესანტი გადასხეს ცენტრალურ საბრძნეთში.მათ აიღეს და მიწასთან გაასწორეს კუნძულ ევბეაზე მდებარე ქალაქი ერიტრეა.ახლოვდებოდა გადამწყვეტი ბრძოლის დრო.სპარსები ათენიდან 42 კილომეტრში პატარა ქალაქ მარათონთან ახლოს,”მარათონის ველზე” განლაგდნენ.მათი არმია 10 000 ცხენოსნითა და 10 000 ფეხოსნით იყო წარმოდგენილი.ხოლო ბერძნებისა და პლატეას კოალიციური არმია კი 11 000 მებრძოლით,რაც რიცხობრივ უპირატესობას სპარსებს ანიჭებდა.ბერძნებს სათავეში ედგათ – მილტიადესი,პოლემარქოსი,კალიმაქოსი და კიდევ 7 სტრატეგი.სპარსებს მთავარსარდლობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი.რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს მეტად ეშმაკურ სამხედრო-ტაქტიკურ მანევრს.მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალებთან შეტაკების შემდეგ,ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს.დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს,ალყაში მოაქციეს ისინი.საბოლოოდ,საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლა ბერძენთა დიდი გამარჯვებით დასრულდა.ბრძოლაში მიღებულმა დანაკარგებმა სპარსეთის არმიას საბერძნეთში,ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა.როგორც ცნობილია “მარათონის ბრძოლაში” ბერძნებმა დაჰკარგეს 192 მებრძოლი,ხოლო სპარსებმა 6 400 მეომარი.დარიოსი სპარსეთში შერცხვენილი დაბრუნდა,რა დროსაც ახალი არმიის შეკრება დაიწყო ბერძნებზე გასალაშქრებლად,თუმცა მას საბერძნეთზე ლაშქრობა აღარ ეწერა,რადგან მანამდე გარდაიცვალა.ამის მიუხედავად სპარსელებმა მეორედ,მაინც გაილაშქრეს საბერძნეთში დარიოსის შვილის ქსერქსეს მეთაურობით,თუმცა აქა უშედეგოდ.”მარათონის ბრძოლა” უდიდესი მნიშვნელობის მქონე გამარჯვება გახლდათ ელინელთათვის.სწორედ ამიტომაც იქცა იგი თავისუფლების ერთგვარ სიმბოლოდ,აღმოსავლურ დიქტატურასა და დამპყრობლებზე გამარჯვებისა. (ავტორი გენია.ჯი)