“ანგიკუნის ტბა” – ანომალური მოვლენა
“ანგიკუნის ტბა” - ინგლისურ ენაზე “Angikuni Lake”,წარმოადგენს ტბას კანადაში,კერძოდ ნუნავუტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტერიტორიაზე.იგი კანადაში მდებარე სხვა უამრავი ტბებიდან ერთ-ერთი უდიდესია.მისი სრული ფართობი 510 კვადრატული კილომეტრია და მდებარეობს ზღვის დონიდან 257 მეტრ სიმაღლეზე.მისი უმთავრესი წყარო,მდინარე კაზანია. (ავტორი გენია.ჯი)გაზაფხულობით ტბა ერთგვარად წარმოადგენს მეთევზეების თავშეყრის უსაყვარლეს ადგილსა და ცენტრს.ტბის წყალი მდიდარია სხვადასხვა სახეობის თევზებით,მათ შორის – წერით (ქარიყლაპია),ტბის ყავისფერი კალმახით დასხვა სახეობებით.
1930 წლის ნოემბრის თვეში,მონადირე სახელად – ჯო ლაბელი,ტბის მიდამოებში სანადიროდ იმყოფებოდა,როდესაც მას შემოაღამდა.მან გადაწყვიტა ღამის გასათევად ტბასთან მდებარე ადგილობრივი ესკიმოსების სოფელს სტუმრებოდა.სოფელში,დაახლოებით 2000-მდე ადამიანი სახლობდა.მიუხედავად იმისა,რომ ჯომ იცოდა სოფლის ადგილმდებარეობა,გაოგნებული დარჩა,როდესაც იმ ადგილას სადაც იგი ეგულებოდა არანაირი ადამიანის კვალი აღარ არსებობდა,მაშინ როდესაც ყოველივე რაც კი ამ ადამიანებს უძრავი ქონება გააჩნდათ,ყველაფერი ხელუხლებლად იყო დარჩენილი,მათ შორის საკვები პროდუქტებიც.
ჯო ლაბელმა აღნიშნულის შესახებ კანადის სამეფო პოლიციას ტელეგრაფის მეშვეობით შეატყობინა და დაიწყო მასიური ძებნა სოფლის გაუჩინარებული მოსახლეობისა.(ავტორი გენია.ჯი) ძებნისას მათ აღმოაჩინეს ძველი სასაფლაო,სადაც ერთ-ერთი საფლავი გახსნილი და ცარიელი იყო.დადგენილ იქნა ისიც,რომ აღნიშნული საფლავი ცხოველების მიერ არ ყოფილა დაზიანებული.სოფლის სიახლოვესვე აღმოჩენილ იქნა 7 ძაღლის გვამი,რომლებიც შიმშილის შედეგად იყვნენ დაღუპულები.გასაკვირი იყო ის ფაქტი,რომ ძაღლები შიმშილით დაიღუპნენ მაშინ,როდესაც საკვები პროდუქტი სოფელში საკმაოდ ბევრი იყო და ძაღლებს თავისუფლად შეეძლოთ გამოკვებულიყვნენ.
რა მოხდა სიმნამდვილეში ტბასთან მდებარე სოფელში? სად გაუჩინარდა უგზო-უკვლოდ ასეულობით ადამიანი? კითხვები პასუხებს მოითხოვდა.წარმოდგენილ იქნა ვერსიები უცხოპლანეტელების,ვამპირების და სხვათა შესახებ.მიუხედავად უამრავი კვლევისა და ძიებისა დღემდე ვერ დადგინდა ნამდვილი რეალობა “ანგიკუნის ტბასთან” მდებარე სოფლის ასეულობით მაცხოვრებლის გაუჩინარების შესახებ.დღევანდელ დღეს კანადის სამეფო პოლიციის საიტზე აღნიშნულ იტორიას - “ქალაქურ ლეგენდად” მოიხსენიებენ,მიუხედავად იმისა,რომ ფაქტი ხალხის გაუჩინარებისა უეჭველად დადასტურებულია.(ავტორი გენია.ჯი)
სოფელი საიდანაც ასეულობით ადამიანი “უგზო-უკვლოდ გაქრა”