ქრისტეფორე კოლუმბი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მეზღვაური და მოგზაური - ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები),რომელიც მიჩნეულია ამერიკის აღმომჩენად,გარდაიცვალა 1506 წლის 20 მაისს,ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში.ცნობილია,რომ მან სიკვდილის შემდეგაც არა ნაკლები “იმოგზაურა”,ვიდრე სიცოცხლეში.თავდაპირველად ქრისტეფორე კოლუმბი,დაკრძალულ იქნა ვალიადოლიდში.მოგვიანებით გადაასვენეს სევილიის ერთ-ერთ მონასტერში.1542 წელს კვლავ გადაასვენეს სანტო-დომინგოში (ესპანიოლი). (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ფრანგებმა ესპანიოლი აიღეს,მისი ნეშთი გადასვენებულ იქნა ჰავანაში (კუბა).როდესაც კუბამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1898 წელს,მისი ნეშთი კვლავ სევილიაში დააბრუნეს. 1877 წელს სანტო-დომინგოს მონასტერში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს,აღმოჩენილ იქნა საფლავი,წარწერით – ქრისტეფორე კოლუმბი.დღესდღეობით მუსირებს თეორია,რომლის თანახმადაც,მთელი ამ ხნის მანძილზე,მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მრავალჯერ გადასვენებული ნეშთი,არა ქრისტეფორე კოლუმბის,არამედ მისი ვაჟის – დიეგო კოლუმბის გახლდათ.კვლევები ამ საკითხის ირგვლივ,კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. (ავტორი გენია.ჯი)