ედგარ ალან პო – “ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი პოეტის,ნოველისტისა და კრიტიკოსის - ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები),მეუღლე – ვირჯინია პო,24 წლის ასაკში გარდაიცვალა,ტუბერკულიოზის შედეგად.რის შემდეგაც დაკრძალულ იქნა ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთ სასაფლაოზე.თავად – ედგარ ალან პო,გარდაიცვალა 1849 წლის 7 ოქტომბერს.იგი დაკრძალულ იქნა მერილენდის შტატის პატარა საგვარეულო საძვალეში. (ავტორი გენია.ჯი) 1875 წელს,ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,იმისა,რომ ედგარის ცხედარი იმავე სასაფლაოზე უფრო გამოსაჩენ ადგილას დაეკრძალათ და დიდი ძეგლიც დაედგათ მისთვის (რაც აღასრულეს კიდეც).ამ დროს კი,არავის გახსენებია ის,რომ მისი მეუღლე,რომელიც ნიუ-იორკში იყო დაკრძალული,საკუთარი მეუღლის გვერდით დაეკრძალათ.მალე,სასაფლაო,სადაც ვირჯინია იყო დაკრძალული,განადგურებულ იქნა.უილიამ ჰილმა (რომელიც ედგარ ალან პოს ბიოგრაფად არის ცნობილი),საკმაოდ ხანგრძლივი ძიების შედეგად მოიძია დაკარგული ვირჯინიას საფლავი,რის შემდეგაც საფლავიდან ამოიღო მისი ნეშთი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ უილიამს ვირჯინიას ნეშთი ათი წლის მანძილზე საკუთარი საწოლის ქვეშ ჰქონდა შენახული,მანამ,სანამ საკუთარი მეუღლის – ედგარ ალან პოს გვერდით არ დაკრძალა იგი. (ავტორი გენია.ჯი)