“პანდორას ყუთი” – (ეპიზოდი)
ყველასათვის ცნობილი ლეგენდა,ყოველმხრივი უბედურებათა წყაროს - “პანდორას ყუთის” შესახებ,დაწერილ იქნა უდიდესი ძველბერძენი პოეტის და მოაზროვნის – ჰესიოდეს (ძვ.წ.აღ-ით VIII-VII საუკუნეები) მიერ.თანამედროვე მეცნიერთა აზრით,ლეგენდაში მოხსენიებული – ყუთი (სკივრი),არამართებული და შეცდომითი თარგმნის შედეგად დამკვიდრდა საზოგადოებაში.სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით,ასეთ შეცდომას სათავე დაუდო,დიდმა ნიდერლანდელმა ჰუმანისტმა და თეოლოგმა – დესიდერიუს ერასმუს როტერდამელმა (1466-1536 წლები).სწორედ ერასმუსმა თარგმნა ლეგენდა პანდორას შესახებ,რა დროსაც,თარგმანში დაშვებულ იქნა შეცდომა – ყუთის სახით.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,თავად ავტორს – ჰესიოდეს,მხედველობაში არამც და არამც არ ჰქონია რაიმე სახის ყუთი. (ავტორი გენია.ჯი) მას მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ თიხის ჭურჭელი.თიხის ჭურჭელი კი იმ პერიოდის საბერძნეთში ყველაზე გავრცელებული ჭურჭლის სახეობა გახლდათ.მას ძველი ბერძნები იყენებდნენ სხვა და სხვა პროდუქტის შესანახად (ზეთისთვის,პურის კაკლისთვის,თაფლისთვის და სხვა).მიუხედავად ერასმუს როტერდამელის თარგმანში დაშვებული შეცდომისა – “პანდორას ყუთი”,მსოფლიოში,მაინც ყველაზე გავრცელებულ მეტაფორად არის ქცეული. (ავტორი გენია.ჯი)