პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე – “პირველი ალპინისტი”
მიუხედავად იმისა,რომ ლეგენდარულმა კართაგენელმა მხედართმთავარმა – ჰანიბალმა,მეორე პუნიკური ომის დროს ძვ.წ.აღ-ით 218 წელს,ყველას-და გასაოცრად,საკუთარ ჯართან ერთად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში,დოკუმენტურად დადასტურებული ცნობების თანახმად,მსოფლიო ისტორიაში პირველ ალპინისტად მაინც რომის იმპერატორი – პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანე (76-137 წლები) მიიჩნევა.როგორც ირკვევა,იგი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა პოეზიის და ფილოსოფიის მიმართ.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ 121 წელს,ადრიანემ ვულკანი ეტნას პიკი დაიპყრო,რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3380 მეტრი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მას სურდა,საკუთარი თვალით ეხილა მზის ამოსვლა,ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალიდან.აღნიშნულმა სანახაობამ კი,მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ადრიანეს ეტნაზე ასვლიდან მეორე წელს – ვულკანი ეტნა ამოიფრქვა,რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დღესდღეობით,რომის იმპერატორისა და მსოფლიოს პირველი “ალპინისტის” – პუბლიუს ელიუს ტრაიანუს ადრიანეს დიდებული მავზოლეუმი,რომის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)