ფადერიკო გარსია ლორკა “სახვითი ხელოვანების” შესახებ წერდა…
“მე ვწერ,როგორც ჩიტი გალობს”, – იტყოდა ხოლმე კლოდ მონე.ამ დევიზით დასრულდა XIX საუკუნის მხატვრობა.შუქმა და მისმა ჭირვეულობამ შთანთქა ტილოების სილამაზე.აღარც წონასწორობა,აღარც ხაზის გრძნობა… (ავტორი გენია.ჯი) ხელოვნება აგონიას განიცდის.მაგრამ იწყება გარდატეხა,მას კი მოსდევს გაუმჯობესება და გუნებაგანწყობის სრული შეცვლა.გვიანდელმა იმპრესიონისტებმა დამღუპველი უფსკრულის წინ იწყეს ძველი ოსტატების ასლების გადაღება.საჭირო იყო ფერწერის დაბრუნება პირველსაძირკველზე.პოლ სეზანმა პირველმა შეიგრძნო მიდრეკილება კონსტრუქციებისაკენ,რომელთაც ეწერათ ფერწერის განახლება… კლასიკური ფერწერა ბაძავდა ბუნებას… თვალი გარემოს ემონებოდა… კუბიზმის დაბადებით ძველ და ახალ ხელოვნებას შორის უფსკრული გაჩნდა.ათასობით სამუზეუმო ავტორი გახდა ისტორიის საკუთრება… (ავტორი გენია.ჯი) რამდენადაც პიკასოს შეეძლო ხატვა იმ მანერით,რომელიც რეალისტებს აღაფრთოვანებდა,ხალხმა და სხვა მანერის მხატვრებმა ჩათვალეს,რომ პიკასო და კუბისტები უბრალო ხუმარები არიან,სარწმუნოების უარმყოფელნი! თქვენ ხუმარები უძახეთ! ჩვენ მათგან დავალებული ვართ ყველაზე უფრო დიდი,განმწმენდელი,აღმაფრთოვანებელი მოვლენით ხელოვნების ისტორიაში.მათ განაახლეს ფერწერა,ასლების გადაღებამდე რომ იყო დაქვეითებული… მალაგელმა პაბლო პიკასომ და სხვა მხატვრებმა ჭეშმარიტად გაუვალი ბილიკები გაკვალეს”. (ავტორი გენია.ჯი)