კიპუ

კიპუ - წარმოადგენდა ინკების უნიკალური ცივილიზაციის ორიგინალურ – “კვანძოვანს დამწერლობას”.იგი გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკაში მდებარე უარის,პარაკასისა და ინკების კულტურებში.თავად – კიპუ,გახლდათ გრძელი ბაწარი,რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები.ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია,ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა – გადასახადების დასაანგარიშებლად,სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად,საკუთარი სახელებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად. (ავტორი გენია.ჯი) პერუს კარალის კომპლექსის ერთ-ერთ ტაძარში არქეოლოგის – რუტ მარტა შეიდი სოლისის მიერ,აღმოჩენილ იქნა ჰერმეტულად დახურული ოთახი.მისი გახსნის  შედეგად კი ნაპოვნი იქნა გასაოცარი კიპუ,რომელიც 6 კილოგრამს იწონიდა. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერთა ვარაუდით იგი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინანდელი უნდა იყოს.მას დღემდე მიიჩნევენ შუმერული დამწერლობის შემდეგ,ყველაზე ძველ საკომუნიკაციო საშუალებად ადამიანებისათვის.ამ აღმოჩენამდე,ყველაზე ძველ კიპუდ მიჩნეული იყო 779-991 წლით დათარიღებული კიპუ.ინკების ისტორიის სპეციალისტთა გადმოცემის თანახმად,ზოგიერთი კიპუს სიგრძე უტოლდებოდა ძალიან დიდი იყო,ხოლო ინფორმაციის მოცულობით,მას შეეძლო თანამედროვე მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარიც კი შეეცვალა.მასში უამრავი ინფორმაცია იყო დაცული – ბუნების,ადამიანების,საბუღალტრო და ყველა იმ დროინდელი ზოგადსაკაცობრიო თემების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)