“კანარის კუნძულების გერბი”
“კანარის კუნძულების გერბი” - წარმოადგენს ესპანეთის შემადგენლობაში შემავალ,ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის კუნძულების გერბს,რომელზეც გამოსახულია ლურჯი ფერის ფარი.მათზე დატანილია შვიდი ვერცხლისფერი კუნძულის გამოსახულება,ხოლო ზემოდან კი შემკულია ესპანეთის სამეფო გვირგვინით.თავად ფარი უკავია ორ ურთიერთსაწინააღმდეგოდ,უკანა თათებზე მდგარ ყავისფერი შეფერილობის ძაღლებს,რომელთაც ყელზე საყელურები აქვთ შებმული.სამეფო გვირგვინის თავზე კი გაკეთებულია შავია ასოებით დიდი წარწერა – “OCEANO”. (ავტორი გენია.ჯი) ლურჯ ფარზე გამოსახული შვიდი ვერცხლისფერი კუნძული,ერთგვარი სიმბოლოა კანარის არქიპელაგის შვიდი ვულკანური წარმოშვების კუნძულისა.სამეფო გვირგვინი მანიშნებელია იმისა,რომ კანარის კუნძულები ესპანეთის შემადგენლობაში ირიცხება.გერბზე ასახული ძაღლები,მომდინარეობს თავად კუნძულის ლათინიზირებული სახელწოდებიდან – canis,რაც თარგმანით “ძაღლს” აღნიშნავს.გერბის დევიზი – OCEANO,ითარგმნება,როგორც – ოკეანე და იგი სიმბოლიზირდება კანარის კუნძულების ატლანტის ოკეანის არეალში მოქცევასთან. 2004 წელს ესპანეთის საპარლამენტო კომისიამ კანარის კუნძულების ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით გამართა დისკუსია გერბიდან ძაღლების მოცილების შესახებ,თუმცა ამ იდეამ მოწონება ვერ დაიმსახურა და საბოლოოდ გერბმა მაინც პირველადი სახე შეინაჩუნა,ისეთივე,როგორიც ზემოთ განთავსებულ სურათზეა გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი)