სასკუეჰანოკები

სასკუეჰანოკები - წარმოადგენენ გამქრალ იროკეზულენოვან ინდიელ ხალხს.ისინი ცხოვრობდნენ მდინარე სასკუეჰანას ველებზე და ეკავათ თანამედროვე ნიუ-იორკის სამხრეთი,პენსილვანიის აღმოსავლეთი და მერილენდის ჩრდილოეთი ტერიტორიები.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სასკუეჰანოკები,რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მოთამაშეები იყვნენ.ამ ხალხის უკანასკნელი წარმომადგენლები,ბრიტანელთა წინააღმდეგ მიმართულ – “პონტიაკის აჯანყებას” შეეწირნენ (XVIII საუკუნეში).საუბრობდნენ იროკეზულ ენაზე. (ავტორი გენია.ჯი) მათი კულტურის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი.თუმცა ცნობილია,რომ იროკეზების კულტურასთან თანხვედრაში იყვნენ.ხის მასალისაგან აგებდნენ საკმაოდ დიდი ზომის მქონე სახლებს.მათი ეკონომიკური და სოციალური სისტემა დიდად არ განსხვავდებოდა იროკეზთა ანალოგიური სისტემებისაგან.სასკუეჰანოკი მამაკაცები,ძირითადად ნადირობით იყვნენ დაკავებული.ასევე,ისინი გამოირჩეოდნენ საკმაოდ კარგი თევზაობითაც.ჰყავდათ ბელადები და უხუცესები,რომლებიც იღებდნენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.იყვნენ ძველი ტრადიციების მიმდევრები და კერპთაყვანისმცემლები.სასკუეჰანოკები ფიზიკური თვალსაზრისით გაქრნენ,სხვა ისეთი ხალხების მსგავსად,როგორებიც იყვნენ – ვესტოები,ბეოტუკები,ტაინოელები და სხვა ხალხები. (ავტორი გენია.ჯი)

სასკუეჰანოკების სახლის შიდა ინტერიერი