ევუასო-ნგირო
ვუასო-ნგირო - გახლავთ მდინარე,აფრიკის კონტინენტზე მდებარე სახელმწიფო – კენიაში.იგი სათავეს იღებს კენიის მთის დასავლეთ ფერდობზე და მიედინება ჩრდილოეთით,შემდეგ აღმოსავლეთით და ბოლოს სამხრეთ-აღმოსავლეთით.მდინარის სახელი მომდინარეობს ადგილობრივი სამბურუს ეთნოსის ხალხის ენიდან და აღნიშნავს მდინარეს – “ყავისფერი ან ტალახიანი წყალით”.მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ევუასო ნიროსი”.აღსანიშნავია,რომ ასეთივე სახელწოდების მქონე მდინარე ,ბუნებაში კიდევ მინიმუმ ერთი არსებობს (მაუესკარპმენტიდან,მიედინება სამხრეთ-დასავლეთით და ჩაედინება ნატრონის ტბაში ტანზანიაში).მდინარის სიგრძე 700 კილომეტრია,ხოლო ევუასო-ნგიროს აუზის სრული ფართობი კი 15 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ევუასო-ნგიროს აუზი ძირითადად წარმოადგენილია სავანაში.მას გააჩნია მთის მყინვარებიდან ჩამომავალი მუდმივი წყლის წყარო.მდინარეზე,ადგილობრივები გადაადგილდებიან კანოების საშუალებით.მდინარეთა სირთულის საერთაშორისო სკალის მიხედვით,მას მეხუთე დონის სიჩაქე აქვს.კენიის ჩრდილოეთის გვალვიან და მშრალ ნაწილში,აღნიშნული მდინარის არსებობა,უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა ითქვას სასიცოცხლო დანიშნულებასაც იძენს.მის წყალს ადგილობრივები სხვადასხვა დანიშნულებისათვის,ფართოდ გამოიყენებს (სარწყავად,სათევზაოდ,გადასაადგილებლად და სხვა) მდინარე მის გარშემო,ველური ბუნების ულამაზეს მწვანე ოაზისებს ჰქმნის.მშრალი სეზონები ვუასო-ნგიროს სანაპიროებზე იწყება მაისის ბოლოს და გრძელდება ოქტომბრამდე.სწორედ ამ პერიოდებში იყრის მის სანაპიროებზე თავს უამრავი გარეული ცხოველი.ვუასო-ნგირო და მისი სანაპიროები მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი სახეობით.მათ შორის მრავლადაა,საყოველთაოდ ცნობილი – ნილოსის ნიანგი. (ავტორი გენია.ჯი)