ლევან გოთუას მოგონებებიდან…
ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მამულიშვილი და მწერალი - ლევან გოთუა (1905-1973 წლები),რომელსაც “კომუნისტურმა რეჟიმმა” ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი ციხეებსა და გადასახლებაში გაატარებინა,საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ წერდა:
“თითქოს ნელი წამებით სიკვდილი მაქვს მისჯილი და ამ წამების ხანგრძლივ გზას სამ-სამწლიანი სიჩქარით გავდივარ კიდეც.ეს ვერ გამიგია,სამშობლო იმიტომ მიყვარს,რომ ასე შორსა ვარ,თუ იმიტომ ვარ ასე შორს,რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო.სად არ მათრიეს,სად არ გადამაგდეს,სად არ მაწვალეს.ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე,თვითონ განვცვიფრდი,ნუთუ ყველაფერი მე მხვდა წილად…ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა.ერთი ადამიანისათვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!”… (ავტორი გენია.ჯი)