ჩოგორი
ჩოგორი - დედამიწაზე სიმაღლით მეორე მწვერვალია,ჯომოლუნგმას (ევერესტი) შემდეგ.მას ასევე მოიხსენიებენ სხვადასხვა სახელებითაც – K2,დაპსანგი და გოდუინ-ოსტენი.იგი მდებარეობს პაკისტანში (ტახკორღანის ავტონომიურ ოლქში),ჩინეთის საზღვარზე.განეკუთვნება ყარაყოუმის მთათა სისტემას,რომელიც თავის მხრივ,ჰიმალაის დასავლეთით მდებარეობს.ჩოგორის მთის სიმაღლე,ზღვის დონიდან 8 611 მეტრია.პირველად,აღნიშნული მწვერვალი ფართოდ ცნობილი ევროპელებისათვის,1856 წლის ექსპედიციის შემდეგ გახდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ დროს შეარქვეს სხვადასხვა მწვერვალებს სახელები – K1, K2, K3, K4 და K5.თუმცა მოგვიანებით მათ გადაარქვეს სახელები და უწოდეს – მაშერბრუმი,ჩოგორი,ბროუდ-პიკი,გაშერბრუმ II და გაშერბრუმ I.პირველად მწვერვალის დალაშქრა სცადა 1902 წელს – ოსკარ ეკერშტეინმა და ალისტერ კროულმა,თუმცა უშედეგოდ.1954 წელს კი იტალიელი ალპინისტების მიერ,რომელთაც ხელმძღვანელობდა – არდიტო დეზიო,დალაშქრულ იქნა ჩოგორის მწვერვალი.პირველები კი ალპინისტთაგან მწვერვალზე ავიდნენ – ლინო ლაჩედელი და აკილე კომპანიონი.მანდილოსანი,რომელმაც ეს უდიდესი მწვერვალი პირველად დალაშქრა 1986 წელს,გახლავთ პოლონელი ალპინისტი – ვანდა რუტკევიჩი.2005 წლის მონაცემების თანამად – ჩოგორი დალაშქრულ იქნა 249 ალპინისტის მიერ.სამწუხაროდ,მის დალაშქვრას 60 ალპინისტის სიცოცხლეც ემსხვერპლა.ჩოგორის მწვერვალი ყინულითა და თოვლის დიდი ფენით არის დაფარული.მასზე ასვლა სირთულით მეორეა – ანაპურნას მწვერვალის შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი)