ურუინიმგინა – “შუმერთა დიდებული მეფე”
მსოფლიო ისტორიაში პირველი დოკუმენტური ფაქტებით დადასტურებული ბრძოლა კორუფციასთან,დაფიქსირებულ იქნა შუმერების უძველეს სამეფოში ძვ.წ.აღ-ით XIII ათასწლეულში.ამის ინიციატორი კი,შუმერთა მეფე - ურუინიმგინა გახლდათ (იგი მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 2319-2311 წლებში).მან შუმერების სამეფოში ჩაატარა,იმ დროისათვის სრულიად ახალი,ინოვაციური რეფორმები.რეფორმების მიზანს წარმოადგენდა,თანასწორუფლებიანობის აღდგენა მოსახლეობის სოციალურ ფენებში.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ – ურუინიმგინა წარმომავლობით სამეფო დინასტიიდან არ ყოფილა.იგი საყოველთაო ხმის მიცემის საშუალებით (არჩევნები) მას შემდეგ იქნა ტახტზე ასული,რაც ლუგალანდას კორუფციაში ჩაფლული მთავრობა იქნა ჩამოგდებული.საინტერესოა ისიც,რომ – ურუინიმგმა მოწინააღმდეგეს (ლუგალანდას) სიცოცხლე შეუნარჩუნა.მალევე,შუმერთა ახალი მეფის ინიციატივით,შეიქმნა ისეთი კანონები,რომლებშიც სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესები,თანხვედრილად იყო დაცული (სოციალური კუთხით). (ავტორი გენია.ჯი) მან აღკვეთა კორუფცია,მიტაცებული ქონება ტაძრებს დაუბრუნა,აკრძალა სახელმწიფო მოხელეების მიერ მხარდაჭერილი მონოპოლიები,რამაც დიდებულთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია.დაწია ფასები,საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტებზე. (ავტორი გენია.ჯი) თუკი ვინმე რეფორმების ხელშეშლაში გამოვლინდებოდა,ისჯებოდა კანონის მთელი სიმკაცრით.ურუინიმგინამ სახელმწიფო ჩინოვნიკებს კატეგორიულად აუკრძალა ფასების რეგულირება,ნებისმიერ სავაჭრო სფეროში.გარდა ამისა,აიკრძალა ეკონომიკურად ძლიერი სოცილური ფენის მიერ,ღარიბი ფენის ჩაგვრა.მის მიერ გატარებულ შესანიშნავ რეფორმებში უმთავრესად აისახა,დაცვა შუმერების ყველაზე გაჭირვებული სოციალური ფენებისა – ხეიბრების,ქვრივების,ობლების და სხვა.ამ მიზაზთა გამო,ადგილობრივი მოსახლეობა – ურუინიმგინას,ღმერთის მიერ წარმოგზავნილად მიიჩნევდნენ დედამიწაზე და უზომოდ უყვარდათ კიდეც თავიანთი მეფე.უძველესი ისტორიული წყაროების ცნობით,მოსახლეობა დარწმუნებული იყო,რომ ურუინიმგინამ – ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეკლარაცია,ღმერთ – ნინგირსუს კარნახის მიხედვით დაწერა.ამ საოცარი მეფის ირგვლივ,მიუხედავად,უბრალო ხალხის უდიდესი სიყვარულისა,მაინ “შავმა ღრუბლებმა” მოიყარა თავი.მის წინააღმდეგ მაღალი ფენის,მდიდარი ჩინოვნიკები საშინელ ინტრიგებს ხლართავდნენ.ურუინიმგინას მართველობიდან ექვსი წლის თავზე,მას შემდეგ,რაც შუმერთა სამეფო ომში ჩაება ურუკებისა და უმოების წინააღმდეგ,შუმერთა მეფე ღალატის მსხვერპლი შეიქნა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – ურუინიმგინას მიღებული,უძველესი შუმერთა კანონების ნაწილი,მოგვიანებით ბაბილონელების,ასირიელებისა და სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობებში აისახა. (ავტორი გენია.ჯი)