ჯანსუღ ჩარკვიანი – “სიმართლის ძიებაში”

უფალო,შენი სახელით

არ შემიძლია არა ვთქვა,

მოვიდა გადამთიელი -

ჩემს სახლში წელი გამართა.

***

მოღონიერდა,გაქსუვდა,

გახელდა,შემეკამათა,

ის რომ ფხიზლობდა,

ყოჩობდა,

მე ვიყავ ძილში საღათას.

***

ჩემი ღამე და უკუნი

ძალიან გვიან განათდა,

ყველამ რაღაცა წაიღო,

ყველამ რაღაცა წამართვა.

***

ჩემი სამოთხე მოუნდა

მაწანწალას და შარლატანს,

ვეძებ და იქნებ მასწავლო,

როგორ ვიპოვი სამართალს?!