“ლათინური ამერიკა თანამედროვე მსოფლიოში”
“ლათინური ამერიკა” მდებარეობს დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში და ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთი საზღვრიდან (ჩრდილოეთით) ანტარქტიდამდე (სამხრეთით).სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე,აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე,დასავლეთით წყნარი ოკეანე და ჩრდილოეთით ამერიკა.იგი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილს,ცენტრალურ ამერიკას,ვესტ-ინდოეთის კუნძულებს და სამხრეთ ამერიკას.ლათინური ამერიკის ფართობი მოიცავს 21,069,501 კვადრატულ კილომეტრს,რაც მთელი ხმელეთის 15%-ს შეადგენს.ლათინური ამერიკის ქვეყნის მოსახლეობა კი შეადგენს 569 მილიონ ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი) ტერმინი “ლათინური” ასახავს რომანული ენების საერთო ლათინურ საფუძველს (ესპანური,პორტოგალიური და ფრანგული).რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 34 სუვერენული სახელმწიფო და 15 დამოკიდებული ტერიტორია.ფართობის მიხედვი დიდ სამეულს წარმოადგენს:ბრაზილია,არგენტინა და მექსიკა.სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკაა – არგენტინა,მექსიკა,ტრინიდადი და ტობაგო,ვენესუელა და ასე შემდეგ.9 მონარქიული სახელმწიფოა,რომლებიც შედიან თანამეგობრობაში,რომელსაც გაერთიანებული სამეფო მეთაურობს.
ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე გამოიყოფა მთელი რიგი სუბრეგიონები:შუა ამერიკა (მექსიკა,ცენტრალური ამერიკის ქვეყნები და ვესტ-ინდოეთი),მას ემთხვევა ასევე ტერმინი “კარიბის აუზის ქვეყნები” და “მესოამერიკა”.აღსანიშნავია,ასევე ლა-პლატის ქვეყნები (არგენტინა,ბრაზილია,პარაგვაი,ურუგვაი),ანდის ქვეყნები (ბოლივია,ვენესუელა,კოლუმბია,პერუ,ჩილე,ეკვადორი),არგენტინას,პარაგვაის და ჩილეს ხშირად იხსენიებენ,როგორც “სამხრეთის კონუსის” ქვეყნებს.ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა ევროპული ქვეყნების კოლონიები იყვნენ.XV-XVI-ე საუკუნეებში რეგიონის მოსახლეობის დამოუკიდებელი განვითარება შეწყდა.ახალი მიწებისაკენ მიისწრაფვოდენ კოლონისტები პორტუგალიიდან,ესპანეთიდან,საფრანგეთიდან,ბრიტანეთიდან. (ავტორი გენია.ჯი) ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გაიყვეს ესპანელებმა და პორტუგალიელებმა,მოგვიანებით კი მათ შეუერთდნენ ფრანგები და ბრიტანელები.რწგიონის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უდიდესი როლი შეასრულა საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ.1791 წელს აჯანყებამ მოიცვა საფრანგეთის კოლონია სან-დომინგო.აჯანყებულებმა მიაღწიეს ავონომიას და მონობის გაუქმებას.1804 წლის 1 იანვარს გამოცხადდა ლათინურ ამერიკაში პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო – ჰაიტი (საფრანგეთის ყოფილი კოლონია).XIX-ე საუკუნის პირველ ნახევარში ლათინური ამერიკის ესპანურ და პორტუგალურენოვანმა კოლონიებმა მიიღეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.კოლონიური ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი სუვერენიტეტს იღებს XX-ე საუკუნის 70-80-იან წლებში,თუმცა ჯერ კიდევ მრავალი კუნძული დამოკიდებული ტერიტორიაა,ძირითადად ბრიტანეთის,საფრანგეთის,ნიდერლანდებისა და ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ.არის სადაო საკითხებიც:მაგალითად,ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა,იგი ეკუთვნის ბრიტანეთს,მაგრამ მასზე პრეტენზიას აცხადებს არგენტინა.სადაო სიტუაცია 1982 წელს სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა,სადაც გამარჯვება ბრიტანეთმა მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი)