“მსოფლიოს სამი უძველესი ნაგებობა”
1. მსოფლიოს იმ უძველეს ნაგებობად,რომელიც ისტორიას დღემდე შემორჩა,მიჩნეულია - მალტის მეგალითური ტაძრები.მათი ასაკი,სპეციალისტთა მონაცემების თანახმად 5 500 წლით განისაზღვრება.აღნიშნულ ტაძართა კომპლექსებში შედის – ბორჯ ინ ნადურის,კორდინის,ტალ-კადის,ტას-სილჯისა და სხა სახელობის ტაძართა ჯგუფი.დღესდღეობით,მიუხედავად კომპლექსების ძლიერი დაზიანებისა,მნახველებს კვლავაც აოცებენ თავისი შესანიშნავი კონსტრუქციებით.მალტის მეგალითური ტაძართა ჯგუფი “მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია” შეტანილი და მას “იუნესკო” იცავს. (ავტორი გენია.ჯი)
2. Knaf of Howar - შოტლანდიაში აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი დასახლება გახლდათ.იგი აგებულ იქნა ნეოლითის ხანაში.მისი ასაკი მალტის ნეოლითური ტაძრების ასაკის ტოლია და 5 500 წლით განისაზღვრება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი (მიუხედავად დიდი ასაკისა) ძალიან კარგად არის შემონახული.მეცნიერთა ვარაუდით - Knaf of Howar,აგებული უნდა იყოს ჩვ.წ.აღ-მდე 3500-3100 წლებში.მასში შემორჩენილი ქვის ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები,მეცნიერებს ნათელ წარმოდეგნას უქმნის იმ დროინდელი ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
3. Monte d’accoddi - უნიკალური და უძველესი ნაგებობა,აღმოჩენილ იქნა 1954 წელს,იტალიის კუნძულ სარდინიაზე.არქეოლოგთა მოსაზრებით,იგი ან ტაძარი უნდა ყოფილიყო,ან კიდევ ტაძრის საკურთთხეველი.Monte d’accoddi აგებულია,დაახლოებით 5 200-4 800 წლებს წინათ.რაც მეგალითური ხანის პერიოდს წარმოადგენს.მის დიდ ასაკთან შედარებით,იგი შესანიშნავად არის შემონახული.აღნიშნული ნაგებობა,სიძველის მრივ მესამეა,დღემდე შემორჩენილ უძველეს ნაგებობებს შორის.Monte d’accoddi-ს აგება,ოციერის კულტურის მატარებელ ხალხს მიაწერენ. (ავტორი გენია.ჯი)