რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “პეტრეს უარყოფა”
“პეტრეს უარყოფა” – გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) მიერ 1660 წელს ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებული დიდებული შედევრია.სურათის სიმაღლე 154 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 169 სანტიმეტრი.ტილო რელიგიური სიუჟეტისაა.მასზე გამოსახულია მოსამსახურე ქალი,ჯარისკაცებთან ერთად.იგი პეტრე მოციქულს სახეზე ანათებს ლამპარს,რათა დარწმუნდეს იმაში,რომ იგი ნამდვილად იესოს მოწაფე იყო. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი “საიდუმლო სერობის” დროს,უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უთხრა პეტრეს,რომ იგი მას სამჯერ უარყოფდა,მამლის ყივილამდე.სურათზე აღბეჭდილი მომენტი კი,სწორედ აღნიშნულ მოვლენას გამოსახავს.დიდი ხნის მანძილზე,რემბრანდტის მიერ შესრულებული ტილო,პარიზში მაცხოვრებელ – მარკიზ დე ვოიერს ეკუთვნოდა.შემდგომ მისი მფლობელი – გრაფი დე ვანი გახლდათ.მოგვიანებით,იგი რუსეთის დედოფალმა – ეკატერინე დიდმა შეიძინა,თავისი დიდებული კოლექციისათვის.1933 წლამდე “ერმიტაჟში” იყო დაცული.თუმცა საბოლოოდ რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის გენიალური ტილო – “პეტრეს უარყოფა”,ამსტერდამის ეროვნულმა მუზეუმმა შეიძინა და მას შემდეგ იგი იქვეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)