მიხეილ ბულგაკოვი – “ეპიზოდი”
დიდი რუსი მწერლის - მიხეილ ბულგაკოვის (1891-1940 წლები),ნაწარმოებები,საბჭოთა კავშირში,კომუნისტების მიერ აკრძალულ ლიტერატურად ითვლებოდა.შესაბამისად მათი დაბეჭდვა და გავრცელება დიდ პრობლემას წარმოადგენდა მწერლისათვის.მისი შემოქმედების იგნორირებამ,ბულგაკოვს მთელი რიგი ფინანსური პრობლემები შეუქმნა.ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამოისობით,მიხეილ ბულგაკოვმა,საბჭოთა გენსეკს – სტალინს,მისწერა წერილი,სადაც იგი ითხოვდა,ან საზღვარგარეთ მიეცათ მისთვის გასვლის უფლება,ან კიდევ იმის საშუალება მაინც ჰქონოდა,რომ საკუთარი შრომით გამოემუშავებინა სარჩო-საბადებელი. (ავტორი გენია.ჯი) წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგ,ბულგაკოვს,თავად სტალინმა დაურეკა,რა დროსაც მას მუშაობის უფლება მიანიჭა.მალე მწერალმა მუშაობა ერთ-ერთი რეჟისორის ასისტენტად დაიწყო.1936 წლიდან თარგმანებზე დაიწყო მუშაობ.ასევეწერდა ლიბრეტოებს მოსკოვის დიდი თეატრისათვის.ცნობილია,რომ მწერალი,აღნიშნულ თეატრში სხვადასხვა როლებსაც ასრულებდა.მისი საუკეთესო ნაწარმოების – “ოსტატი და მარგარიტას”,წერის დასასრულს იგი,უკვე სასიკვდილოდ იყო დაავადებული.ამის გამო,რომანის დაწერა მან,მის მეუღლეს მიანდო (რაღა თქმა უნდა თავისი კარნახით).ნაწარმოების დაწერა 1940 წლის თებერვალში დასრულდა.მიუხედავად იმისა ,რომ სტალინმა მას მუშაობის დაწყების საშუალება მისცა,მიხეილ ბულგაკოვის შემოქმედება,მის სიცოცხლეში მკითხველისათვის მაინც “ტაბუდადებულ’ ლიტერატურად მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი)