მენეკრატესის ბიოგრაფიიდან…
მენეკრატესი (ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნე) – წარმოადგენდა იმ სირაკუზელ (ერთ-ერთი ბერძნული კოლონია კუნძულ სიცილიაზე) ექიმს,რომელიც შეპყრობილი იყო ამპარტავნებით.იგი თავის თავს – ზევსს უწოდებდა.თავზე მუდამ ედგა ოქროს გვირგვინი,ხოლო ხელთ ეპყრა ძვირფასი სკიპტრა.ასეთი ორიგინალური ჩაცმულობით,იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის უპირატესობას სხვებზე.ერთხელ,მენეკრატესმა მაკედონიის მეფეს – ფილიპე II-ეს,წერილი გაუგზავნა,რომელიც ასე იწყებოდა: “ფილიპეს ზევსი-მენეკრატესი ყოველივე სიკეთეს უსურვებს”.საპასუხო წერილში,მაკედონიის მეფემ მისწერა: “ფილიპე მენეკრატესს ჯანმრთელობას უსურვებს და გირჩევს,ეწვიო ანტიკირას”.ამ წერილით,მან მიანიშნა,რომ მენეკრატესი შეშლილი კაცი გახლდათ.მოგვიანებით ფილიპემ მდიდრული ნადიმი გამართა,სადაც მენეკრატესიც მიიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მეფემ ბრძანა,რომ მენეკრატესისათვის,მისთვის განკუთვნილი დასასვენებელი ადგილი გაემზადებინათ,გვერდით საკმევი თასი დაედგათ და მომსახურებოდნენ.სხვები კი ნადიმობდნენ ისე,როგორც ბრწყინვალე წვეულებაში შეეფერებოდათ.თავდაპირველად მენეკრატესს ახარებდა მისდამი გამოჩენილი პატივი.ცოტა ხნის შემდეგ,როცა მას მოშივდა და აღმოჩნდა,რომ ისიც ჩვეულებრივი და თანაც უჭკუო მოკვდავთაგანია,მარტო დარჩენილმა მრისხანებით დატოვა იქაურობა; იგი სულ იმას იმეორებდა,რომ შეურაცხყვეს.მაკედონიის მეფემ – ფილიპემ,ამგვარად წარმოაჩინა სააშკარაოზე მისი ამპარტავნება და უგუნურება.
როგორც დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის და ბიოგრაფის – პლუტარქესაგან ვგებულობთ,მენეკრატესის საქციელმა,ზევსად წარმოესახა მისი თავი,იმთავითვე აქცია,უძველეს საბერძნეთში ანეკდოტების ერთ-ერთ უმთავრეს პერსონაჟად და შესაბამისად მას ყველა დასცინოდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)