პლატონი – “ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეული უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული – პლატონი (ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),არა მარტო განუმეორებელი სიბრძნით,არამედ დიდი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა.არისტონის ძე პლატონი ოლიმპიაში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა ხალხთან,რომლებიც მას არ იცნობდბნენ და არც ის იცნობდა მათ.ერთად ცხოვრების მანძილზე მან ისეთი კეთილგანწყობა დაიმსახურა და თავისი ქცევით იმდენად მოხიბლა ისინი,რომ ეს ხალხი სიხარულს ვერ მალავდა მასთან შეხვედრის გამო. (ავტორი გენია.ჯი) ფილოსოფოსს საუბრებში არც აკადემია და არც სოკრატე უხსენებია,მხოლოდ ისა თქვა,რომ მისი სახელია პლატონი.როდესაც სირაკუზელი მეგობრები ათენში ჩავიდნენ,პლატონმა ისინი დიდი სტუმართმოყვარეობით მიიღო.მათ,მასპინძელს თხოვეს:

“გვაჩვენე,პლატონ,შენი სეხნია,სოკრატეს მოწაფე,გაგვიძეხი აკადემიისკენ და გაგვაცანი იგი,რათა მისი მოსმენით დავტკბეთ”.

ამაზე პლატონმა ჩვეულებისამებრ გაიღიმა და უპასუხა:

“ეს ხომ მე ვარ”.

პლატონის სტუმრები სახტად დარჩნენ,რომ ასეთ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა და ვერც კი მიხვდნენ,ვინ იყო იგი.პლატონი ხომ უბრალოდ და ბუნებრივად იქცეოდა და ამით,კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ არა მხოლოდ ფილოსოფიური საუბრებით შეეძლო ადამიანების მიმხრობა. (ავტორი გენია.ჯი)