ეგზოპლანეტა – “WASP-12 b”
“WASP-12 b” - წარმოადგენს ეგზოპლანეტას (პლანეტა,რომელიც ბრუნავს არა მზის გარშემო,არამედ სხვა ვარსკვლავის გარშემო,ანუ იგი არ განეკუთვნება მზის სისტემას) “მეეტლის თანავასკვლავედში”.იგი აღმოჩენილ იქნა ეგზოპლანეტების კვლევების პროექტით – SuperWASP სატრანზიტო მეთოდით,ვარსკვლავის WASP 12-ის ორბიტაზე.მისი რადიუსი 1,74-ჯერ აღემატება მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური პლანეტის – იუპიტერის რადიუსს.WASP-12 b-ს აღმოცენა საჯაროდ დადასტურებულ იქნა 2008 წლის 1 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ეგზოპლანეტა ყველაზე ცხელ სატრანზიტო პლანეტად მიიჩნევა,სადაც საშუალო ტემპერატურა 1500-დან 2200 გრადუს-ცელსიუს მერყეობს.გარდა ამის იგი დღემდე აღმოჩენილ სხვა პლანეტებთან შედარებით ყველაზე დიდი ტემპერატურით გამორცეული პლანეტაა.ერთი წელიწადი პლანეტაზე გრძელდება,მხოლოდ ერთი ზამთრის დღის განმავლობის დროში.”ჰაბლის” კოსმოსური სპექტოგრაფებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით,დადგენილ იქნა,რომ პლანეტა იცვლის მატერიას,რაც განსაკუთრებით ახასიათებს ორმაგ ვარსკვლავებს,თუმცა ასეთი მეთოდი პლანეტის შემთხვევაში პირველად იქნა აღმოჩენილი.მეცნიერთა მტკიცებით,ეგზოპლანეტა WASP-12 b შთაინთქმება თავისივე ვარსკვლავის მიერ,რაც 10 მილიონი წლის შემდეგ მას საბოლოოდ გაქრობით ემუქრება.შესაძლოა აღნიშნული ეგზოპლანეტა შეიცავდეს თანამგზავრ WASP-12 b1-ს,რომელიც თავად ეგზოპლანეტაზე სამჯერ მცირე მოცულობისა და ზომისაა. (ავტორი გენია.ჯი)