კლავდიუს ელიანეს ნააზრევი…
“შეყვარებულ კაცთან ხელჩართული ბრძოლა არ უნდა წამოიწყოს ამ გრძნობის უმეცარმა კაცმა,რადგან ვინც სიყვარულით არ არის ანთებული,იგი გაურბის მოწინააღმდეგეს,როგორც ღვთაებრივთან უზიარებელი და უწმინდური.იგი იმდენადაა მამაცი,რამდენი ძალაც შესწევს მის სხეულს.შეყვარებულ მებრძოლს კი,ზევსს ვფიცავ,ორივე ღმერთი – არესი და ეროსი შთააგონებს.ჰომეროსის თქმით,არესით შეპყრობილი უსიყვარულო კაცი არესივით მედგრად იბრძვის მანამ,სანამ თან ახლავს ღვთაებრივი შთაგონება,ხოლო არესის წაქეზებითა და ეროსით ანთებული მებრძოლი ბაკხები ორმაგი ძალისხმევით გაორმაგებული სიმამაცით გამოირჩევიან”. (ავტორი გენია.ჯი)