ვანდერუ

ვანდერუ – (ანუ ლომისკუდა მაკაკა),წარმოადგენს ენდემების მოყვარულ ძუძუმწოვართა კლასის,ცხვირვიწრო მაიმუნების გვარს,მაკაკის ანთისებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების ძირითად არეალს წარმოადგენს ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები (დასავლეთ გატები),კარანტაკას,კერალას და ტამილნადუს შტატები.ზრდასრული ვანდერუს სიგრძე 55 სანტიმეტრამდეა,ხოლო კუდის სიგრძე კი 35 სანტიმეტრს უტოლდება.გამოირჩევიან შავი,ან მუქი წაბლისფერი ფერებით.კუდის დასასრული ისეთივე აქვთ,როგორც პავიანებს და იგი ძალიან ჩამოჰგავს ლომის კუდს,საიდანაც წარმოსდგება კიდეც მისი მეორე სახელწოდება. (ავტორი გენია.ჯი) ზრდასრული მამრი ვანდერუს წონა 7-8 კილოგრამია,ხოლო მდედრისა 5 კილოგრამი.ცხოვრობენ 20 ერთეულისაგან შემდგარ ჯგუფებად.ძირითადად ცხოვრობენ ხეებზე,თუმცა ხშირად ჩამოდიან მიწაზეც.საფრთხის შემთხვევაში,ცდილობენ თავი შეაფარონ მაღალ ხეებს.მოძრაობენ ოთხივე თათით.ვანდერუს სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წლით განისაზღვრება.თუმცა ყოფილა შემთხვევები,როდესაც მათ 30 წელიწადიც უცოცხლიათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ჯიშის მაიმუნი,შეტანილია “წითელ წიგნში”,როგორც გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველი.დღესდღეობით ბუნებაში – ვანდერუს,სულ რაღაც 2,500 ეგზემპლარია შემორჩენილი.ამიტომ მასზე ნადირობა კანონით არის აკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)