მარი დელფინა ლა ლორი – “ახალი ორლეანელი ურჩხული”

მარი დელფინა ლა ლორი – (ქალიშვილობის გვარი – მაკარტი),დაიბადა,დაახლოებით 1775 წელს ქალაქ ახალ ორლეანში (ამერიკის შეერთებული შტატები),ბარტლემი ლუი მაკარტისა და მარი-ჟანა ლევეიბლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე საშინელ-სადისტ ქალს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში.მისი მშობლები,საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ,ახალი ორლეანის თეთრ კრეოლურ საზოგადოებაში.ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი.უფროსი ძმა – აუგუსტინი,ქალაქის მერი გახლდათ 1815-1820 წლებში.1800 წლის 11 ივნისს,დაქორწინდა ესპანელ მაღალჩინოსან სამხედრო ოფიცერზე – დონ რამონ ლოპესზე.1804 წელს,მისი მეუღლე დანიშნულ იქნა ლუიზიანაში ესპანეთის გენერალურ კონსულად. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ რაც ესპანეთში მეუღლესთან ერთად მიემგზავრებოდა,შეეძინა გოგონა,სახელად – მარი-ბორჯია დელფინა-ლოპესი.მისი პირველი მეუღლე გარდაიცვალა კუბაზე ყოფნისას.მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე,ქორწინდება მეორეჯერ.ამჯერად მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი ბანკირი,მეწარმე და ადვოკატი – ჟან ბლანკე.ისინი საცხოვრებლად ახალ ორლეანში,როიალ-სტრიტის 409-ში,ახლად შეძენილ მდიდრულ სახლში გადავიდნენ.მათ თანაცხოვრებაში ოთხი შვილი შეეძინათ.1816 წელს დელფინას,მეორე ქმარიც გარდაიცვალა.რამდენიმე წლის მანძილზე იგი ქვრივი გახლდათ.თუმცა 1825 წლის 25 ივნისს,კვლავ ქორწინდება პროფესიით ექიმზე – ლეონარდ ლუის ნიკოლა ლა ლორიზე.ისინი მალევე იცვლიან საცხოვრებელ მისამართს,მას შემდეგ რაც კერძო მიწაზე აიგეს უზარმაზარი ვილა.მისი მეუღლის გავლენით,დელფინა მალევე გაერია ქალაქის არისტოკრატულ საზოგადოებაში.მათ გააჩნდათ,როგორც დიდი უძრავი ქონება,ასევე მოძრავი ქონებაც.ჰყავდათ დიდი რაოდენობის შავკანიანი მონები.დელფინას სახლში სტუმრობის შემდეგ,ცნობილმა ამერილკელმა მწერალმა – ჰერიეტ მარტინომ დაწერა,რომ ის მონები,რომლებიც დელფინას სახლში იხილა,საოცრად დათრგუნულები და შეშინებულები გამოიყურებოდნენ.პუბლიკის წინაშე დელფინა მონებს,მეტად თავაზიანად ექცეოდა.თუმცა ჰერიეტისვე ცნობით,ეს მხოლოდ ფასადური სიცრუე იყო.უამრავი ცნობები დადიოდა,დელფინას  შავკანიანი მონებისადმი გამოჩენილი სისასტიკის შესახებ.ასეთი ხმების გავრცელების შემდეგ,დელფინას ქალაქის ცნობილი ადვოკატიც კი ეწვია,რა დროსაც მას გააცნეს კანონები,მონებთან მოპყრობისა.არსებობდა,დელფინას ისეთი თვითმხილველი მეზობლებიც,რომლებიც ირწმუნებოდნენ,თუ როგორ იხილეს უზარმაზარი სახლის სახურავიდან გადმომხტარი,ახალგაზრდა შავკანიანი მონა-გოგონა,რომელიც ადგილევე გარდაიცვალა.მიუხედავად ამისა,დელფინა ყოველივეს კატეგორიულად უარყოფდა.ახალი ორლეანის ხელისუფლებამ ლა ლორების ოჯახს ცხრა შავკანიანი მონის კონფისკაცია გაუკეთა.თუმცა,მან თავისი გავლენით,ისინი უკანვე გამოისყიდა და დააბრუნა.1834 წლის 10 აპრილს,ლა ლორების სახლში ხანძარი გაჩნდა.იგი სპეციალურად მოაწყო სამზარეულოში ჯაჭვით დაბმულმა მონა გოგონამ.მან,მიუხედავად სიცოცხლისათვის უდიდესი რისკისა,ამ მეთოდით მოისურვა ყურადღების მიპყრობა ადამიანების მხრიდან და შველა მათგან.იმისათვის,რომ ხანძარი ჩაექროთ,დელფინა იძულებული გახდა მეხანძრეებისათვის და მეზობლებისათვის სახლის ყველა გასაღები გადაეცა,მათ შორის სარდაფის და სხვენისაც. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მაშველებმა აღნიშნული ადგილები იხილეს,შემზარავი საშინელების წინაშე აღმოჩნდნენ.იქ იხილეს ჩონჩხად ქცეული ადამიანები,რომელთა ნაწილი ხელებითა და ფეხებით იყვნენ დაჭედებული კედლებზე.ზოგიერთი გარდაცვლილი ლა ლორების საშინელ სამედიცინო ექსპერიმენტებს ემსხვერპლა.ბევრ ჩონჩხს,მომტვრეული ჰქონდათ ხელები და ფეხები.ზოგიერთი საერთოდ ხელებისა და ფეხების გარეშე იყვნენ.ერთ-ერთ მათგანს პირი ჰქონდა ამოკერილი და შესაბამისად შიმშილით გარდაიცვალა.თუმცა საბედნიეროდ მაშველებმა აღმოაჩინეს ჯერ კიდევ ცოცხალი,თუმცა საშინლად დასახიჩრებული 7 მონაც.მათ კისერზე ეკეთათ ძაღლის ეკლოვანი საყელურები და საშინელი დასახიჩრებული იყვნენ.ხანძრიდან მეორე დღესვე,გაზეთები აჭრელებული იყო იმ საშინელებებით,რაც აღმოჩენილ იქნა ლა ლორების სახლში.როდესაც ამის შესახებ დელფინას მეუღლეს შეკითხვა დაუსვეს,პასუხი ასეთი მიიღეს: “ჯობს ყველა საკუთარ სახლში დარჩეს და თავიანთ ოჯახებს მიხედონ,რადგან არავის სჭირდება მათი კარნახით ცხოვრება”.მას შემდეგ,რაც ხალხმა გაიგო ლა ლორების მიერ ჩადენილი საშინელებების შესახებ ინფორმაცია,გამძვინვარებულები დაიძრნენ მათი რეზიდენციისაკენ როიალ-სტრიტზე.მათ სრულიად იავარქმნეს და დალეწეს ლა ლორების რეზიდენცია.საქმეში ჩაერთო ადგილობრივი შერიფი და პოლიცია.მოხდა შეტაკება,რა დროსაც დაზარალდა უამრავი ადამიანი.თუმცა სამართალდამცველებმა მოახერხეს გამძვინვარებული ხალხის შეჩერება.ლა ლორების გატანჯული მონები კი გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებებში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნებისმიერ მსურველს შეეძლო ამ გატანჯული ხალხის იქ ხილვა.ცნობილია ისიც,რომ 4000-მა მსურველმა საკუთარი თვალით იხილა,თუ რა გაუბედურებულ დღეში იყვნენ ლა ლორების შავკანიანი მონები.ამ მოვლენებმა და სასამართლოს წინაშე წარდგომის შიშმა,დელფინას ქალაქიდან გაქცევა გამოიწვია.იგი ჯერ ალაბამას შტატში გადავიდა,ხოლო შემდეგ პარიზში ჩავიდა.მარი დელფინა ლა ლორი იქვე გარდაიცვალა 1842 წელს.როგორც ირწმუნებიან,იგი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად.1930-იან წლებში,ერთ-ერთმა მესაფლავემ – იუჯინ ბაქსმა,პარიზის ერთ-ერთ სასაფლაოზე აღმოაჩინა სპილენძის დაფა წარწერით: “ქალბატონი – ლა ლორი,ქალიშვილობაში მარი დელფინა მაკარტი,გარდაიცვალა პარიზში 1842 წლის 7 დეკემბერს”.მარი დელფინა ლა ლორი იმ იშვიათ სადისტების რიცხვს განეკუთვნებოდა,რომლებმაც,თავი აარიდეს ამიერ სამსჯავროს.თუმცა ხალხის რწმენით – “ორლეანელი ურჩხული”,აუცილებლად წარსდგებოდა ყველაზე დიდ – უფლის სამსჯავროზე… (ავტორი გენია.ჯი)