ცინ შიხუანდის ბიოგრაფიიდან…
ჩინეთის იმპერატორმა ცინების დინასტიიდან - ცინ შიხუანდიმ (ჩვ.წ.აღ-მდე 258-210 წლები),ამ ქვეყნის ისტორიაში დაიმკვიდრა სახელი,როგორც – “მშრომელი ერის ექსპლოატატორმა”.თუმცა იგი სღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დისკუსიურ ფიგურად ჩინეთის ისტორიაში.ცინ შიხუანდი მიჩნეულია,როგორც პირველი ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს შემქმნელი და ცინის დინასტიის ფუძემდებელი.გამოირჩეოდა დანსაკუთრებული სისასტიკით და პარანოიებით.მას ყველაზე მეტად აწუხებდა პრობლემა,რასაც სიკვდილის მიმართ შიში (ნეკროფობია) ჰქვია.სწორედ ამიტომ იყო,რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უკვდავების ძიებაში იყო.მისმა ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა,არა მარტო მასზე,არამედ მთელს ქვეყანაზე უარყოფითად იმოქმედა.მუდმივად ჰქონდა შიში შეთქმულებისა.ფიქრობდა,რომ მოკლავდნენ.ასეთმა პარანოიამ იგი იმ დონემდეც კი მიიყვანა,რომ სადაც ერთხელ დაიძინებდა,მეორეჯერ იქ ღამეს არავითარ შემთხვევაში აღარ ათევდა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველთვის გადაადგილდებოდა მრავალმრიცხოვანი ჯარისკაცებითა და მცვლებით გარშემორტყმული.თუკი ვინმე,მისი ადგილსამყოფელით დაინტერესდებოდა,მას სიკვდილითაც კი სჯიდნენ.ცინ შიხუანდის მმართველობის პერიოდში,უამრავი გვირაბი იქნა გაყვანილი.ეს იმისათვის კეთდებოდა,რომ იმპერატორს ხალხის თვალის უხილავად ემოძრავა.მის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი გრანდიოზული პროექტების წამოწყება,როგორებიცაა – ჩინეთის დიდი კედელი,ჩინეთის პირველი იმპერატორის მავზოლეუმი,გზების უნიკალური სისტემა და ტერაკოტის არმია (რომელიც 8099 ნატურალური ზომის თიხის ჯარისკაცებისაგან შედგებოდა).აღნიშნული აკლდამა,არც თუ ისე დიდი ხნის წინად იქნა აღმოჩენილი.იმპერატორმა მთელი ქვეყნის მაშტაბით თავი მოუყარა ყველა ჩინელ სწავლულსა და მედიკოსს,რათა მათ ერთობლივად ემუსავათ და შეექმნათ – “მარადიული სიცოცხლის ელექსირი”.მისი მმართველობის ხანაში,ცინ ში-ხუანდზე სამჯერ მოხდა თავდასხმა.თავდასხმების გამოძიებას კი უამრავი მართალი და უდანასაულო ადამიანის სიკვდილით დასჯა მოჰყვა.აღსანიშნავია,ჩინეთის ოდიოზური იმპერატორის ბრძანებით კოცონებზე წვავდნენ არა მარტო წიგნებსა და ლიტერატურას,არამედ თავად მწიგნობრებსაც.ცინ შიხუანდი ძვ.წ.აღ-თ 210 წელს,48 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი დაკრძალულ იქნა მისსავე აგებულ ცნობილ აკლდამაში. (ავტორი გენია.ჯი)