ლუდვიგ I-ის “ულამაზესი გალერეა”

ბავარიის ყოფილი მეფე ვიტელსბახების დინასტიიდან - ლუდვიგ I (1786-1868 წლები),იმდენად დიდი მოყვარული გახლდათ ყოველგვარი სილამაზის და ხელოვნებისა,რომ ბრძანა “ნიმფერბურგის სასახლეში” (მიუნხენი) მოეწყოთ ისეთი გალერეა,რომელშიც იმ დროინდელი ულამაზესი მანდილოსნების სურათები იქნებოდა წარმოდგენილი.მეფის ბრძანების შესრულება დაევალა ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ მხატვარ-პორტრეტისტს – იოზეფ კარლ შტილერს.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული გალერეაში გამოსაფენი,პორტრეტების თითქმის ნახევარზე მეტის დახატვა 1827-1850 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ პორტრეტზე გამოსახული მანდილოსნის სოციალურ სტატუს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.უმთავრესი მოთხოვნა გახლდათ – სილამაზე და ესთეტიკურობა.მაგალითად,ლუდვიგ I-ის მიერ დაარსებულ ულამაზეს გალერეაში წარმოდგენილი იყო მიუნხენელი მეწაღის ქალიშვილის – ჰელენ ზადლმაიერის პორტრეტი,სხვა მაღალი სოციალური წარმომავლობის მქონე ულამაზეს მანდილოსანთა პორტრეტებთან ერთად.ასევე იქვე გახლავთ წარმოდგენილი – სოფია ბავარიელის,ლოლა მონტესის,მარია ფრედერიკა პრუსიელის,ამალია კრიუდენერისა და სხვა სილამაზის ეტალონის მქონე მანდილოსანთა პორტრეტები.ამ მეთოდით  ”ნიმფებურგის სასახლე” მთელი ევროპისათვის გახდა ცნობილი და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.ასეთივე სტილის გალერეები შემდგომში,სხვადასხვა ქვეყნის მეფეებმაც შექმნეს თავიანთ სასახლეებში.დღესდღეობით.მიუნხენის ულამაზეს – “ნიმფერბურგის სასახლე”,ერთგვარ მუზეუმად არის გადაქცეული და მას უამრავი სახვითი ხელოვნების მოყვარული სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)

“ნიმფერბურგის სასახლე”