“გაძევება ათენიდან”
ჩვ.წ.აღ-მდე V საუკუნეში,უძველეს ათენში შემოღებულ იქნა წესი,რომლის თანახმადაც,ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დაეწერა იმ პიროვნების სახელი,რომელსაც ხალხის მტრად მიიჩნევდა.დაწერილი სახელი კი,ქალაქში სპეციალურად ამ მიზნისათვის დადგმულ ურნებში ჩაეგდო.აღნიშნული წესით ხალხის მტრის გამოვლენის საშუალება,უბრალო მოქალაქეებისათვის,მხოლოდ იანვრის თვეში მოქმედებდა. (ავტორი გენია.ჯი) გარკვეული დროის შემდეგ იხსნებოდა ურნები და სპეციალური კომისია ითვლიდა ხმებს,თუ ვის უფრო მეტად მიიჩნევდა მოსახლეობა ხალხის მტრად.აღსანიშნავია,რომ თუ კი გამოკითხვაში 6000 ადამიანს არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული,მაშინ შედეგები ანულირდებოდა.ხოლო თუ კი 6000 ადამიანზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა აზრი დაფიქსირებული,ამ შემთხვევაში უმეტესი ხმის მქონე პირს,ათენიდან ათი დღის ვადით აძევებდნენ,სახელით – “ხალხის მტერი”.აღნიშნულ წესს ბერძნები – “ოსტრაკიზმს” უწოდებდნენ.იგი საბერძნეთში საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა და მხოლოდ ჩვ.წ.აღ-ით 417 წელს იქნა გაუქმებული. (ავტორი გენია.ჯი)