ჰელიოგაბალუსის ბიოგრაფიიდან…

ჰელიოგაბალუსი (204-222 წლები) – (თავდაპირველად ერქვა – ვარიუს აგიტიუს ბასუსი,ხოლო იმპერატორად კურთხევის შემდეგ უწოდეს – ვარისუს აგიტისიუს ბასუს მარკუს ავრელიუს ანტონიუსი),რომის იმპერატორი გახლდათ 218-222 წლებში.მისი სახელი ისტორიაში შევიდა,როგორც იმპერატორისა,განთქმული თავისი პირსისხლიანი და სასტიკი მმართველობით.აღსანიშნავია,რომ – ჰელიოგაბალუსის სახელს,ისეთი დიქტატორების გვერდითაც მოიხსენიებენ,როგორებიც იყვნენ – ნერონი და კალიგულა.ჰელიოგაბალუსს ისტორიკოსები,მათი საქმეების გამგრძელებლადაც კი მიიჩნევევენ.იგი გახლდათ მეტად ექსტრავაგანტული პიროვნება.მისი გარყვნილება ყველა ზღვარს სცდებოდა.აწყობდა ორგიებს.უყვარდა გამოჩენა ქალის ტანისამოსით პუბლიკის წინაშე,რასაც საკმაოდ ხშირადაც აკეთებდა.მეგობრებს ყოველთვის გულმხურვალედ აჯილდოებდა.თუმცა გამორიცხული იყო წესიერი ადამინი დაეჯილდოებინა (მიუხედავად დამსახურებისა). (ავტორი გენია.ჯი) იგი მხოლოდ მასავით გარყვნილ საკუთარ ამფსონებს ამდიდრებდა და უამრავი პრივილეგიებით ამკობდა.იმპერატორისათვის ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საქმე ნულის ფასი იყო,ამიტომ რომის იმპერიას იმ პერიოდისათვის მისი ბებია – იულია მეზა და დედა – იულია სოემია განაგებდნენ.მანვე,რომის ისტორიაში პირველმა მისცა უფლება ქალს (დედამისსა და ბებიას),სენატში სიტყვით გამოსულიყვნენ. და არა მარტო სიტყვით,არამედ მთელი რიგი გადაწყვეტილებებიც თავად მიეღოთ.ჰელიოგაბალუსის კვებაზე ლეგენდები დღემდე შემორჩა.ძალიან უყვარდა ბულბულისა და ფარშევანგის ენით დამზადებული კერძები.ამ დროს კი რომის მოსახლეობა შიმშილისა და ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა.ჰელიოგაბალუსი მათი პრობლემის მოგვარებისათვის დროს ვერ პოულობდა,რადგან მთელი თავისი არსებით გარყვნილებაში იყო გადაშვებული.მისმა ასეთმა საშინელმა ჩვევებმა,რომის არა მარტო უბრალო მოსახლეობის,არამედ სენატორებისად დიდებულების აღშფოთებასაც დაუდო ზღვარი,რამაც 18 წლის ახალგაზრდა იმპერატორისა და მისი დედის – იულია სოემიას სამარცხვინო სიკვდილი გამოიწვია.საიმპერატორო ოჯახმა მოინდომა ჰელიოგაბალუსის ბიძაშვილის – ალექსანდრეს სიკვდილით დასჯა,რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა რომალეთა მოთმინებისა.ჰელიოგაბალუსი,დედასთან ერთად მისივე ჯარისკაცების მიერ იქნენ აკუწულნი.მათი დახოცვის შემდეგ კი,ცხედრები მდინარე ტიბრში გადაყარეს.გარდა ამისა,მათ მიმართ სიძულვილი იმდენად დიდი იყო ხალხში,რომ ნებისმიერ რომაელს კატეგორიულად აეკრძალა იმპერატორის და დედამისი ცხედრების დაკრძალვა.ერთი პერიოდის მანძილზე ბავშვებზე მისი სახელის დარქმევაც კი შეუძლებელი იყო. (ავტორი გენია.ჯი)