იცით თუ არა,რომ
1.იაპონიაში არსებობდა სპეციალური კონსილიუმი,რომელთაც ყოველი ახალი იმპერატორისათვის სახელი უნდა შეერჩიათ.კონსილიუმი შედგებოდა ბრძენი და განათლებული ადამიანებისაგან.სახელის შერჩევა იმპერატორისათვის,მის ნამდვილ სახელთან კავშირში არ იყო და მას მხოლოდ ზედსახელად გამოიყენებდნენ,მაგალითად: “მსოფლიო ბრძენი”,”სამყაროს განმანათლებელი’ და სხვა.
2.ჩინეთში ყოველი ახალი იმპერატორის არჩევის დროს იცვლებოდა ქვეყნის დევიზი,რაც ამ ქვეყნისათვის ახალი იმპერატორის მართველობის ერად აღიქმებოდა.
3.1095 წელს პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე მებრძოლმა,რომლებმაც გაძარცვეს არა მარტო მუსულმანური ქვეყნები,არამედ ევროპაც კი.ხოლო მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში 300 ათასი მებრძოლი მონაწილეობდა,რომელთაც თან ოჯახები ახლდნენ.მათი რაოდენობა მილიონამდე იყო. (ავტორი გენია.ჯი)
4.ამერიკული დოლარის სიმბოლო,რომელიც დღესაც გამოიყენება,გამოიგონა მდიდდარმა პლანტატორმა,ემიგრირებულმა ამერიკაში ირლანდიელმა – ოლივერ პოლოკმა 1773 წელს.
5.ტუბერკულიოზის ბაცილები,როგორც “პასტერის” უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ,დედამიწაზე ჯერ კიდევ სამი მილიონი წლის წინად არსებობდნენ.
6.XV-ე საუკუნეში აღმოსავლეთ სლოვაკეთში ხმარებაში იყო მინისაგან დამზადებული მონეტები.დღესდღეობით ეს საოცარი მონეტები ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
7.1493 წელს,მოგზაურობიდან დაბრუნებული ქრისტეფორე კოლუმბისა და მისი მეზღვაურების შემდეგ.ევროპამ გაიცნო მისთვის სრულიად ახალი პროდუქტები – კარტოფილი,თამბაქო,სიმინდი და პომიდორი.ასევე ევროპისათვის ცნობილი გახდა ინდიელებისა და მათი კულტურის არსებობის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
8.მარილი უძველეს პერიოდში იმდენად იშვიათი პროდუქტი გახლდათ,რომ ძალიან ძვირად ფასობდა.მისი გადაცვლა თავისუფლად შეიძლებოდა ოქროზე,ვერცხლზე და სხვა ძვირფას მეტალებზე.ასევე ცნობილია,ისიც რომ მარილი იცვლებოდა მონებზეც.
9.”ლუვრის სასახლე” აშენებულ იქნა 1190 წელს,საფრანგეთის მეფის ფილიპე II-ეს(ფილიპე ოგიუსტად წოდებული),ბრძანების საფუძველზე.თავდაპირველი იდეით ამ უნიკალურ ნაგებობას,მხოლოდ ციხე-სიმაგრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
10.როგორც იური გაგარინი კერძო საუბრებში აღნიშნავდა,პირველი ადამიანი რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა,საბჭოთა არმიის მაიორი – ჯონ ივანის ძე გრიდუნოვი იყო.