ყავის ისტორიიდან…
ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქი – კაფა,ლეგენდის თანახმად ის ადგილია,სადაც პირველად იქნა აღმოჩენილი ყავის მცენარის მატორინიზილებული თვისებები ეთიოპიელი მწყემსის,სახელად – კალდის მიერ (თუმცა,როგორც ცნობილია ყავის ხის შესახებ ინფორმაცია ადამიანისათვის,ცნობილი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 850 წელს იყო).მისი ყურადღება მიიპყრო იმან,რომ თხები,რომელსაც იგი მწყემსავდა,მასიურად იკვებებოდნენ აღნიშნული მცენარით.ყავის სახელწოდებაც,აღნიშნული რეგიონიდან წარმოსდგება.მიუხედავად იმისა,რომ ყავის მატორინიზებელი თვისებების შესახებ პირველად ეთიოპელებმა გაიგეს,მისგან როგორც სასმელი საშუალება დამზადებულ იქნა XI საუკუნეში იემენელთა მიერ.სახელწოდებად მას - “გეშირი” (თეთრი იემენური ყავა) შეარქვეს.არაბეთის ნახევარკუნძულიდან ეთიოპელები,საბოლოოდ გაძევებულ იქნენ XI საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათგან არაბებმა სხვა კულტურებთან ერთად შეითვისეს ყავის კულტურაც.რომელიც შემდგომ ფართოდ იქნა გავრცელებული არაბეთის მთელ ნახევარკუნძულზე. 1475 წელს კონსტანტინეპოლში,გახსნილ იქნა პირველი,ყავის სპეციალიზირებული მაღაზია,სახელწოდებით – “კივა ხანი”.ყავის ხე – XIV საუკუნემდე,ეთიოპიაში ველურად მზარდი მცენარე იყო. XVI საუკუნიდან კი იგი,ევროპელმა ვაჭრებმა ევროპაშიც შემოიტანეს. XVII საუკუნის შუანახევარში ყავა მუსულმანი პილიგრიმის მიერ,საიდუმლოდ იქნა შეტანილი ინდოეთის სამხრეთში.მიუხედავად იმისა,რომ ყავით ვაჭრობაზე მონოპოლია მუსულმანურ არაბეთს ჰქონდა დამყარებული,XVI საუკუნის დასაწყისში,კერძოდ 1511 წელს,ქალაქ მექის კორუმპირებული გუბერნატორის ინიციატივით,მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში შედგა მუსლიმან სასულიერო და პოლიტიკურ პირთა გაფართოებული კრება,სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,ყავის მოხმარების აკრძალვის თაობაზე – “ალაჰის” სახელით.მათ მიერ ყავა მიჩნეულ იქნა ნარკოტიკების შემცველ სასმელად და მიღებულ იქნა,როგორც ეშმაკისეული სითხე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა “კოფემანები” მიჩნეულ იქნენ სახელმწიფოსათვის საშიშ პერსონებად.ამიტომ მთელ რიგ მუსულმანურ ქვეყნებში ყავის გამოყენება,უმკაცრესად აიკრძალა.თუკი რომელიმე მუსულმანი გაბედავდა ყავის დალევას,აუცილებლად ისჯებოდა.სასჯელი კი ორი სახის იყო – ენის მოკვეთა,ან სიკვდილით დასჯა. XVII საუკუნიდან,არაბეთი ჰკარგავს მონოპოლიას ყავით ვაჭრობაზე.ევროპის კონტინენტზე ყავის პირველი გამოჩენა,უკავშირდება უკრაინელი ვაჭრისა და დიპლომატის – იური ფრანც კულჩიცკის (1640-1694 წლები) სახელს.სწორედ მან შემოიტანა პირველად ევროპაში ყავის დალევის კულტურა.პირველი ყავის ხე,ევროპაში დარგულ იქნა 1706 წელს,ნიდერლანდების დედაქალაქ – ამსტერდამში მდებარე ულამაზეს ბოტანიკურ ბაღში.ამის შემდგომ პერიოდებში იგი ფართოდ იქნა გავრცელებული,ყველა იმ რეგიონში,სადაც მისთვის საუკეთესო ბუნებრივი პირობები არსებობდა. 1721 წელს ყავის პლანტაციები ჩნდება გვიანასა და მარტინიკში; 1727 წელს ბრაზილიაში; 1730 წელს აიმაიკაში; 1748 წელს კუბაზე და ასე შემდეგ.აღსანიშნავია,რომ ყავას,გერმანელი პოეტის კრისტიან ფრიდრიხ ხენრიცის ლექსის მიხედვით,მუსიკალური ნაწარმოები,სახელად – “ყავის კანტატა” (დაწერილი 1732-1734 წლებში) მიუძღვნა ისეთმა გენიალურმა კომპოზიტორმა,როგორიც გახლდათ – იოჰან სანსებასტიან ბახი.პირველი “ხსნადი ყავა”,შექმნილ იქნა 1899 წელს,დიდი შვეიცარიელი ქიმიკოსის – მაქს მორგენტალერის მიერ.დღესდღეობით დედამიწაზე,ყავის 90 სახეობა არის გავრცელებული,მათ შორის არის ხელოვნურად გამოყვანილი სახეობებიც.ბუნებაში ორი სახის ყავის მარცვლების ტიპი არსებობს: არაბიკა (ტრადიციული ყავა) და რობუსტა (კოფეინით გაჯერებული).ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული უალკოჰოლო სასმელია.იგი კოფეინის შემცველობის გამო,მასტიმულირებელ მოქმედებას იწვევს ადამიანში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ყავის ბიზნესი,მსოფლიოში ყველაზე დიდი და შემოსავლიანი ბიზნესად არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)
ევროპაში ყავის კულტურის შემომტანი უკრაინელი ვაჭარი და დიპლომატი – იური ფრანც კულციცკი