სერ უილიამ რამზაი
სერ უილიამ რამზაი - დაიბადა 1852 წლის 2 ოქტომბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში,ბიზნესმენისა და ინჟინრის უილიამ რამზაის “უფროსის” და კატერინა რობერტსონ-რამზაის ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი ქიმიკოსი და “ნობელის პრემიის ლაურეატი” 1904 წელს,”ატმოსფეროში სხვადასხვა ინერტული აირების აღმოჩენისა და პერიოდულ სისტემაში მათი მდებარეობის განსაზღვისათვის”.უილიამის ბაბუა – სერ ენდრიუ რამზაი,ცნობილი გეოლოგი იყო.მან უმკაცრესი პურიტანული აღზრდა მიიღო.1866 წელს გლაზგოს აკადემიის (ასე მოიხსენიებდნენ შოტლანდიაში საშუალო სკოლებს) დათავრების შემდეგ,სწავლას გლაზგოს უნივერსიტეტში აგრძელებს,სადაც თომას ანდერსონის ხელმძღვანელობით სრულყოფილად შეისწავლა ქიმიის მეცნიერება.ამათანავე დაეუფლა,მათეკატიკას,ლიტერატურას,ლათინურ და ბერძნულ ენებს.მოგვიანებით,ტიუბინგენის უნივერსიტეტში ვილჰელმ ტინიგის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია. (ავტორი გენია.ჯი) გლაზგოში დაბრუნების შემდგომ,მუშაობდა ანდერსონის ასისტენტად.პირველი შრომები მიუძღვნა მოლეკულურ ფიზიკას (იკვლევდა ბროუნის მოძრაობას, ნივთიერების კრიზისულ მდგომარეობას).1884 წელს განსაზღვრა თუთიის ატომური მასა.1887 წელს კი დაასინთეზა პირიდინი აცეტილენისა და ციანწყალბადისაგან.1879 წელს მიიღო ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი.ამავე პერიოდში ქორწინდება მარგარეტ ბიუკენენზე.მათ თანაცხოვრებაში ორი შვილი შეეძინათ.მიუხედავად იმისა,რომ არჩეულ იქნა უნივერსიტეტის რექტორად,მას ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია კვლევები.1887 წელს ალექსანდრე უილიამსონი შეცვალა ლონდონის უნივერსიტეტში,ქიმიის კათედრაზე.სწორედ ლონდონის უნივერსიტეტში გააკეთა მისი ყველაზე დიდი მნიშვნელობის აღმოჩენები.1885-1890 წლებში გამოაქვეყნა ნაშრომი აზოტის ოქსიდების შესახებ და შეიმუშავა მეთოდი მათი გამოყენების შესახებ.1894 წლის 19 აპრილს დაესწრო დიდი ბრიტანელი ფიზიკოსის ჯონ უილიამ სტრეტის იგივე ლორდ რელეის ლექციას.რის შემდეგადაც მათ ერთად მუშაობა გადაწყვიტეს.მათ მიერ აღმოჩენილ ახალ აირს კი – “აგრონომი” უწოდა.გარდა იმისა,რომ აქტიურად იყო ჩართული მეცნიერებაში,დიდ დროს უთმობდა განათლების რეფორმაზე მუშაობასაც.1912 წელს,სამსახური დატოვა,თუმცა მუშაობა კვლავ არ სეუწყვეტია.1914 წელს,მას შემდეგ რაც გერმანიამ ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს,საკუთარი დახმარება შესთავაზა ქვეყნის ხელისუფლებას.თუმცა ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობა მეტად შერყეული გახლდათ.რამზაის უკანასკნელი შრომები მიეძღვნა ელემენტების რადიოაქტიურ გარდაქმნებს.უილიამის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა და აღმოჩენებმა მას რაინდის ტიტულიც მოუტანა,ბრიტანეთის სამეფო კარისაგან.სერ უილიამ რამზაი გარდაიცვალა 1916 წლის 23 ივლისს ჰაი-უიკომში.მის მიერ გაკეთებული აღმოჩენები და ნაშრომები კი,დღემდე აქტუალურია ქიმიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)