პიგმალიონი

პიგმალიონი - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კუნძულ – კიპრის მეფე გახლდათ.გარდა იმისა,რომ იგი ხელმწიფე იყო,ამასთანავე შესანიშნავ მოქანდაკე-მხატვარსაც წარმოადგენდა.იგი იყო ვაჟი ძველბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირის – ბელის (ეგვიპტის მეფე, -პოსეიდონის ვაჟი) და ნილოსის წყლის ღმერთის ქალიშვილის – ანქიონიასი.პიგმალიონმა სპილოს ძვლისაგან დაამზადა მშვენიერი ქალწულის - გალათეას ქანდაკება,რომლითაც ისე მოიხიბლა,რომ თავისივე შექმნილი ქანდაკება შეუყვარდა.მას იგი უძღვნიდა ძვირფას სამოსსა და ოქროს სამკაულებს.თუმცა ქანდაკებისაგან,რაღა თქმა უნდა პასუხს ვერ იღებდა.ამიტომ,აფროდიტეს დღესასწაულზე შესთხოვა ღმერთებს გალათეაზე სული შთაებერათ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი გასაოცარი სიყვარულით აღფრთოვანებულმა აფროდიტემ,სხვა ღმერთებთან ერთად პიგმალიონს თხოვნა შეუსმინა და გალათეას სული შთაბერა.ყოველივე ამის შემდეგ კი გალათეა პიგმალიონმა ცოლად შეირთო და ბედნიერადაც იცხოვრეს სიკვდილამდე.ზოგიერთი ვერსიის თანახმად მათ შეეძინათ ორი ვაჟი – პაფოსი და კინირასი და ერთი ქალიშვილი,სახელად – მეტარმუ.თუმცა სხვა ვერსიის თანახმად – პაფოსი არა ვაჟი,არამედ პიგმალიონის ქალიშვილი იყო.აღნიშნული მითოლოგია ლიტერატურაში შემოტანილ იქნა – ნეანფოს კიზიკიელის მიერ.მიუხედავად ათასწლეულების გასვლისა,პიგმალიონის ულამაზეს ისტორიას,მრავალმა ცნობილმა ავტორმა მიუძღვნა ნაწარმოებები.მათ შორის 1762 წელს,დიდმა ფრანგმა მწერალმა – ჟან-ჟაკ რუსომ – “პიგმალიონი”.ფაქტი ერთია,მითოლოგიის მიხედვით,პიგმალიონმა მიიღო ის რაც ყველაზე მეტად სურდა,მისი რწმენა და დიდი სურვილი დაეხმარა მას,სრულიად არარეალურის-რეალობად ქცევაში.სწორედ აღნიშნული მითოლოგიიდან მომდინარეობს ფენომენი,რომელსაც დღესდღეობით – “პიგმალიონის ეფექტს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)