“აფრიკის პოლიტიკური რუკა”
თანამედროვე “აფრიკის პოლიტიკურ რუკაზე” 53 სუვერენული სახელმწიფოა.ფართობის მიხედვით დიდ სამეულს წარმოადგენს – სუდანი,ალჟირი და ზაირი.აფრიკული ქვეყნებისათვის განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი.50-იან წლებამდე იურიდიული თვალსაზრისით აქ არსებობდა მხოლოდ ოთხი დამოუკიდებელი სახელმწიფო:ეგვიპტე,ეთიოპია,ლიბერია და სამხრეთ აფრიკის კავშირი.XX-ე საუკუნის დასაწყისში “შავი კონტინენტის” ტერიტორიის თითქმის 90%-ი ხელთ ეპყრათ უმსხვილეს კოლონიურ სახელმწიფოებს:ბრიტანეთს,საფრანგეთს,ბელგიას,გერმანიას,პორტუგალიას და ესპანეთს.1951 წელს დამოუკიდებლობა მიიღო ლიბიამ(იგი 1943 წლიდან იმართებოდა ინგლის-საფრანგეთის მიერ),1956 წელს დამოუკიდებელი ხდება მაროკო (იგი გაყოფილი იყო სამ ზონად:ესპანურ,ფრანგულ და საერთაშორისო ზონად),ტუნისი (საფრანგეთის კოლონია) და სუდანი (იგი ინგლის-ეგვიპტის მართველობის ქვეშ იყო).განსაკუთრებული გამოდგა 1960 წელი,როცა დამოუკიდებლობა მიიღო აფრიკის კიდევ 17-მა კოლონიამ. (ავტორი გენია.ჯი) ეს წელი ისტორიაში ცნობილია,როგორც “აფრიკის წელი”.აფრიკის კონტინენტზე ყველაზე ბოლოს დაიშალა პორტუგალიის კოლონიური იმპერია,როცა 1975 წელს დამოუკიდებელი ქვეყანა ხდება მოზამბიკი და ანგოლა.70-იანი წლების ბოლოს მოწესრიგდა “სამხრეთ როდეზიის” პრობლემაც,1980 წელს წარმოიშვა ზიმბაბვეს რესპუბლიკა.1990 წელს დამოუკიდებლობა მიიღო ნამიბიამ,რომელიც 1915 წლიდან ოკუპირებული იყო სამხრეთ აფრიკის კავშირის მხრიდან.დღეისათვის ერთ-ერთი კოლონიური ქვეყანა არის დასავლეთ საჰარა,იგი ადმინისტრაციულად იყოფა ოთხ პროვინციად და შედის მაროკოს სამეფოს შემადგენლობაში.თუმცა გაერო,ამას არ ცნობს.იგივე პოზიცია უკავია პოლისარიოს ფრონტს,რომელიც წინააღმდეგია მაროკოს მართველობისა.
მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძვრებს ჰქონდა ადგილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში,სადაც 1994 წლის აპრილში მოეწყო ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი არარასობრივი არჩევნები.სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმის მიხედვით აფრიკის ტერიტორიაზე ჭარბობს რესპუბლიკური სახელმწიფოები:ეგვიპტე,ალჟირი,კენია,ზიმბაბვე,ჩადი და სხვა ქვეყნები.თუმცა არის რამდენიმე მონარქიული ქვეყანაც.აფრიკის 19 სახელმწიფო კი დღემდე შედის თანამეგობრობაში,რომელსაც მეთაურობს გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი). (ავტორი გენია.ჯი)