“ელინიზმი” – (ელინისტური ცივილიზაცია)
“ელინიზმი” - ეს იყო დაბადება ახალი მსოფლიო ცივილიზაციისა,რომელიც ისტორიაში დამკვიდრდა ელინიზმის სახელწოდებით.პირველად ეს ტერმინი სამეცნიერო სიტყვიერებაში შემოიტანა ცნობილმა გერმანელმა ისტორიკოსმა,იოჰან გუსტავ დროიზენმა (1808-1884 წლები).ეს იყო,უწინარესად,ელინური კულტურის გატანა და განფენა აღმოსავლეთში,და იქიდანვე-შერწყმა “მომხვდურისა” და “დამხვდურისა”-ელინურისა და აღმოსავლურისა. (ავტორი გენია.ჯი) სამიათასწლოვანმა აღმოსავლურმა ცივილიზაციამ,ნილოსიდან ფენჯაბამდე,თავის წიაღში სრული ცხოველმყოფელობით შეირწყა და შეისისლხორცა ათასწლოვანი უზენაესი ელინური კულტურა.ასევე,თავის მხრივ,ელინურ-ბერძნულმაც უხვად შეითვისა და შეითავსა აღმოსავლური კულტურული მემკვიდრეობა.
და ასე-ელინური გადაიქცა ელინისტურად,ანუ ბერძნული-ბერძნულ აღმოსავლურად.
და სწორედ ეს იყო ხორცშესხმა ალექსანდრე მაკედონელის საწუთისოფლო ოცნებისა.
ელინიზმის უპირველესი მატარებელი,გამტარებელი და გამავრცელებელი იყო ქალაქი – პილოსი.ალექსანდრე მაკედონელი გახლდათ პირველი საფუძვლის ჩამყრელი და საძირკვლის გამსკვნელი.
რასაკვირველია,ბერძნულ და აღმოსავლურ კულტურათა ურთიერთობანი და მი-მო-ქცევანი,ანუ აღმოსავლეთის ელინიზაცია და საბერძნეთის ორიენტალიზაცია უფრო ადრინდელი და ხანგრძლივი პროცესი იყო(ისევე,როგორც ხდება ყოველ მეზობელ ხალხთა კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაში),მაგრამ რადიკალურ-თვისებრივად ამ პროცესის საფუძვლის დამდები მაინც ალექსანდრე დიდი იყო.ალექსანდრისეულ ელინიზმში სრული განვითრებით შეერწყა ერთურთს ელინური (წმინდა ბერძნული) და ორიენტარული (წმინდა აღმოსავლური) მოვლენები:ბერძნული დემოკრატიზმი და აღმოსავლური მონარქიზმი,ბერძნული მატერიალიზმი და აღმოსავლური მისტიციზმი,ბერძნული ანთროპომორფიზმი და აღმოსავლური აბსტარქციონიზმი,ბერძნული რაციონალიზმი და აღმოსავლური ირაციონალიზმი.ყოველი მანამდელი ექო და ანტიექო აღმოსავლეთ-დასავლეთის სულიერი ურთიერთობისა,ერთსხეულებრივ სიმფონიად იქცა.
არისტოტელე და კალანე,თავიანთი ფილოსოფიებით,მანამდე ჩაკეტილნი იყვნენ,ერთი-საბერძნეთში,მეორე-ინდოეთში.ელინიზმმა კი ისინი გაამსოფლიოვა.ერთი აღმოსავლეთისკენ განავრცო და გააშინაურა,მეორე-დასავლეთისკენ.არისტოტელე გახდა მსოფლიო აზროვნების მეუფე,ისევე როგორც ალექსანდრე იყო მსოფლიოს პოლიტიკური მეუფე.ელინისტური ცივილიზაცია რომის მსოფლიო იმპერიის ხანაშიც კიდევ 500 წელიწადი პირველობდა და დომინანტობდა,ამდენად მთელი ეს რვაასწლოვანი კულტურული ისტორია მეცნიერებაში,ზოგჯერ,ორ პერიოდად განიხილება – ალექსანდრიული და რომაული.მაგრამ ასეთი დაყოფა სავსებით პირობითია,ვინათგან ელინიზმი მაინც და მაინც ტიპოლოგიურად ერთი მთლიანი ფენომენია საერთო-საკაცობრიო ცივილიზაციის ისტორიაში.
სამი ათასამდე ხელოვანი და მეცნიერი მისცა ელინიზმმა მსოფლიოს;მათ შორის,მწერლები და პოეტები – კალიმაქე კირენელი,არატოს სოლელი,აპოლონიოს როდოსელი,ანტიპატროს სიდონელი,ანტიმაქოს კოლოფონელი,ფილეტას კოსელი,ჰერმესიანაქტოს კოლოფონელი,ევფორიონი. (ავტორი გენია.ჯი) პართენიოსი,ასკეპიადე სამოსელი,პოსეიდიპე,ჰედილოსი,ანიტე ტეგეელი,ჰედილე,მოირო,ნოსიდა ლოკრელი,ლეონიდე ტარენტელი,მელეაგრე გადარელი,მენანდრე,ალექსანდრე ეტოლიელი,სოსიფანე სირაკუზელი,დიონისიადე ტარსელი,ჰომეროს ბიზანტიონელი,ფილისკოს კერკიელი,ლიკოფრონ ქალკიდელი,სოსითეოსი,მაქონ სიკიონელი,რინთონ ტარენტელი,ქსენოფონტ ეფესელი,ჰერონდა,ჰელიოდორე,თეოკრიტოსი,ეკლესიასტე ლონგე,ლუკიანე სამოსატელი,თეოფრასტე ლესბოსელი,სენეკა,ეპიქტეტე და მარკუს ავრელიუსი;ისტორიკოსები და გეოგრაფები – არისტობულე,ნეარქოსი,ანდროსთენე,პოსიდონიოსი,დიოროს სიცილიელი,დიონისე ჰალიკარნასელი,სტრაბონი,პლუტარქოსი,ონესიკრიტოსი,ბეროსი,აპიანე ალექსანდრიელი,არიანოსი,კლავდიოს პტოლემაოსი და პავსანია;ფილოლოგები და გრამატიკოსები – არისტოფანე ბიზანტიონელი,არისტარქე სამოთრაკელი,კრაკეტ მალოსელი,დიონიოს თრაკიელი,აპოლონიოს დისკოლოსი,ჰეროდიანე და ჰეფესტიონი;მათემატიკოსები და ასტრონომები – ევკლიდე,არისტარქე სამოსელი,სელევკოს ქალდეველი,ჰიპარქოს ნიკეელი და არქიმედე სირაკუზელი;ხუროთმოძღვარნი და მოქანდაკენი – დეინოკრატე როდოსელი,სოსტრატოს კნიდოსელი,პარმენისკე,ქარეს ლინდოსელი,აგესანდროსი,პოლიდოროსი,ათენადოროსი და ევტიხიდე სიკიონელი.
ელინისტურმა ხანამ უძღვნა მსოფლიოს სახვითი ხელოვნების განსაცვიფრებელი ნიმუშნი:როდოსის კოლოსი,ფაროსის შუქურა,აფროდიტე მილოსელი,აპოლონ ბელვედერელი,ლაოკოონი,ანტიოქიის ტიხე,ფარნეზის ხარი და პერგამონის საკურთხეველი.ელინიზმის წიაღში დაიბადნენ – ქრისტიანიზმი და ნეოპლატონიზმი. (ავტორი გენია.ჯი)