ალექსანდრე დიდის შესახებ…
უთქვამს ჰერაკლიტე ეფესელს:
“ღმერთები უკვდავი ადამიანები არიან,ხოლო ადამიანები – მოკვდავი ღმერთები”.
კაცობრიობა,ანუ “მოკვდავ ღმერთთა” ერთობლიობა,ჟამ-ჟამად,დროისა და სივრცის გარკვეულ ნაკვეთში.თითქოს “საჭიროებისდა მიხედვით”-თავის წიაღში წარმოშობს “რჩეულ შვილს”.ანუ “გმირს”,რომლის ცხოვრება და სახელი სანიშანსვეტო ხდება მთელი ეპოქისათვის;ან კიდევ – ეს “მოკვდავი ღმერთნი” თვითონ არიან შემოქმედნი და წარმართველნი მთელი ეპოქებისა საზოგადოებრივი ცხოვრების ურთულესსა და უმძიმეს გზაზე.სწორედ ასეთ “მოკვდავ ღმერთთა” წყებას განეკუთვნება ალექსანდრე დიდი.მაკედონელი,რომლის წუთისოფლიდან გავიდა 23 საუკუნეზე მეტი და ამ დროის მანძილზე არ განელებულა ინტერესი ამ,მართლაცდა,”გამორჩეული” და გასაოცარი პიროვნების მიმართ.საისტორიო ტრადიციამ ალექსანდრე მაკედონელს პირველს მიანიჭა “დიდის” თიკუნი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ ალექსანდრე დიდი შესახებ წერდნენ ისტორიკოსები ანტიკური ხანაში,შუა საუკუნეებში,ახალ დროში და წერენ დღეს,ჩვენს თანამედროვეობაში.ამასთან,საისტორიო-სამეცნიერო კვლევის გასწვრივ, “ალექსანდრული წიაღსვლების” გარეშე არ დარჩენილა არც ერთი ჟანრი მხატვრული სიტყვიერებისა.ითხვზებოდა სერიები “ალექსანდრიანებისა” – რომანებისა,პოემებისა,მოთხრობებისა და ლეგენდებისა.ალექსანდრეს ცხოვრება “სასინჯი ქვა” იყო ყოველი სერიოზული ფილოსოფიური დაკვირვებისა და გააზრებისა.
სავსებით ბუნებრივიც მოსჩანს ალექსანდრე მაკედონელისადმი ასეთი მრავალმხრივი და მარად უწყვეტელი ინტერესი.ალექსანდრე მაკედონელმა,სავსებით ახალგაზრდა კაცმა,თავისი მძლავრი გონებით და დაუღალავი მარჯვენით საფუძველი დაუდო მსოფლიო ცივილიზაციის ერთ უხანგრძლივეს,ურთულესსა და უმშვენიერეს ეპოქას,ეგრეთ წოდებულ ელინიზმს,რომლის სულიერი და ნივთიერი ფუძემდებლური მონაპოვარნი ჩვენს თანადროულ საუკუნეებშიც აღწევენ სრული ძალისმევით და ცხოველმყოფელობით. (ავტორი გენია.ჯი)