მუსტაფა ქემალ ათათურქი “უკანასკნელ გზაზე”
1938 წლის 6 ნოემბერს - მუსტაფა ქემალ ათათურქი აფეთ ჰანუმისა და მომსახურე პერსონალის დახმარებით ლოგინიდან უკანასკნელად წამოდგა.საშინლად იყო გამხდარი,ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩენილიყო,მარტო მის ხელებს შეენარჩუნებინათ ძველებური სინატიფე.ყველას სათითაოდ ხელი გაუწოდა და ისინიც ხელზე ემთხვივნენ,რადგან იცოდნენ,რომ ამის შესაძლებლობა უკანასკნელად ჰქონდათ.მეორე დღეს კიდევ ერთი პუნქცია გაუკეთეს და უამრავი სითხე ამოუღეს,არტიშოკი მოინდომა,რომელიც იმ დროს სტამბოლში არ იშოვებოდა,ამიტომ ჰათაიში შეუკვეთეს.სამწუხაროდ,უკვე გვიან იყო – უმძიმესი შეტევის შემდეგ,ნახვამდისო,ჩაიჩურჩულა და ისევ კომაში ჩავარდა.
მეორე დღეს შუაღამისკენ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.ზოგი ტიროდა,ზოგი ფეხებზე ეალერსებოდა.ჰასან რიზა,ქილიჩ ალი და ისმაილ ჰაქი საპატიო ყარაულში იდგნენ.ისტორიის ნაწილი კვდებაო,უჩურჩულა ჰასან რიზამ ქილიჩ ალის. (ავტორი გენია.ჯი) 1938 წლის 10 ნოემბერს,დილით,ფოლადისფერი თვალები უკანასკნელად გაახილა,ირგვლივ გამჭოლი მზერა მოავლო და ისევ დახუჭა.ქემალ ათათურქი”თურქთა მამად” წოდებული გარდაიცვალა.
სტამბოლი სამარისებურ სიჩუმეს მოეცვა.ბავშვებმა ბაფთები მოიხსნეს,ქუჩებში გამვლელი ქალები ტიროდნენ და შავი კრეპით მორთული ათასობით პორტრეტის წინ ლოცულობდნენ.ბალზამირების შემდეგ მისი ნეშტი დოლმაბაჰჩეს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში გადაასვენეს.აბანოზის ხისგან დამზადებულ სასახლეს თურქეთის დროშა ეფარა და ექვსიჩირაღდანი ანათებდა.სახმელეთო,საზღვაო და საჰაერო ძალების ოთხი ოფიცერი საპატიო ყარაულში ხმალშემართული იდგა.ქემალ ფაშა სასახლის დარბაზში სამი დღე-ღამე ესვენა,მასთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხის ნაკადი ერთი წუთითაც არ წყდებოდა.
უკანასკნელი ღამე ხალხმა ქუჩაში გაატარა.სულის მოსახსენიებელ ნამაზის შემდეგ,რომლის შესრულებაც პრეზიდენტის დამ ისურვა,სასახლე ზარბაზნის ლაფეტზე დაასვენეს და პროცესია დაიძრა.პროცესიას უკან მიჰყვებოდა ოფიცერი,რომელსაც მისი ერთადერთი ჯილდო – დამოუკიდებლობის ორდენი მიჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) პროცესია შოპენის “სამგლოვიარო მარშის”თანხლებით გალათას ხიდზე გადავიდა.სასახლე “იავუზზე”დაასვენეს,რომლის გვერდით სხვა სახელმწიფოების გემებიც იდგა,მატ შორის”მალაია”,რომლითაც ქვეყანა უკანასკნელმა ფადიშაჰმა დატოვა.გამოსამშვიდობებელი ზალპის შემდეგ “იავუზმა” გეზი მარმარილოს ზღვისკენ აიღო.
ათათურქი ანკარაში უნდა დაეკრძალათ.სასახლე იმ საღამოს პრეზიდენტის თეთრი მატარებლის(რომელიც იზმითში ელოდებოდა),პირად კუპეში დაასვენეს.ჩაბნელებული მატარებელი მიჰქროდა და ანატოლიის უკიდეგანო სტეპებს მხოლოდ მისი კუპეს ფანჯრიდან გამოსული სინათლის კვადრატი ანათებდა.გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ხალხი ათას უკანასკნელ გზაზე აცილებდა.ხელში მათაც ჩირაღდნები ეჭირათ – გზას უნათებდნენ დედა სამშობლოში დასაბრუნებლად,რომლის წიაღშიც ქემალ ათათურქმა ახალი თურქული ერი შექმნა. (ავტორი გენია.ჯი)