გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი - დაიბადა 1927 წლის 6 მარტს,ჩრდილოეთ კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში.იგი გახლავთ გენიალური კოლუმბიელი მწერალი,ნოველისტი,რომანტისტი და მაგიური რეალიზმის დიდოსტატი.ამასთანავე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მთხრობელთაგანი,რომლის წიგნებიც მსოფლიო ბესტსელერებად იქცა.1982 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.თავდაპირველად მარკესი დედის მშობლებთან – პოლკოვნიკ ნიკოლას მარკეს იგუარან კოტესთან იზრდებოდა.1933 წელს პირველი ზიარება მიიღო და სტიქაროსანი გახდა ადგილობრივ ეკლესიაში.1935 წელს მასწავლებელმა,როსა ელენა ფერგიუსონმა,ბიჭს პოეზიის თანდაყოლილი სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივა.1936 წელს გარდაიცვალა მარკესის ბაბუა – მამაკაცი,რომელმაც ბავშვობიდანვე ყველაზე დიდი გავლენა იქონია მარკესზე და ოჯახი ქალაქ სუკრეში გადაბარგდა. (ავტორი გენია.ჯი) 1946 წელს დაამთავრა სიპაკუირას ნაციონალურ ლიცეუმთან არსებული საშუალო სკოლა.1947 წელს ჩააბარა ბოგოტას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.ამავე პერიოდში ბოგოტას წამყვან გაზეთში – ელ ესპექტადორში გამოაქვეყნა პირველი მისი ორი მოთხრობა – მესამედ უარყოფა და ევა მისივე კატის მუცელში.1948 წლის 9 აპრილს მოკლეს ხორხე ელიესერ გაიტანი,ლიბერალი პოლიტიკური ლიდერი.ამ ამბით გამოწვეულმა მღელვარებამ და ძალადობამ შემდგომში კოლუმბიაში ორი ათეული წელი გასტანა,დაიკეტა სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარსია მარკესმაც კარტახენას მიაშურა.ამავე წლის 21 მაისს ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა ადგილობრივ გაზეთ – ელ უნივერსალში.25 ივლისს კიდევ ერთი მოთხრობას აქვეყნებს,სახელად – სიკვდილის მეორე მხარე.1949 წელს მიატოვა კარტახენას კოლეჯი და საცხოვრებლად ბარაკუილაში გადავიდა,სადაც ე.წ.”ბარანკუილას ჯგუფის” წევრებს დაუმეგობრდა.თანამშრომლობდა ადგილობრივ გაზეთ – ელ ჰერალდოსთან.თუმცა მისი შემდეგი ნაწარმოებები – სამი მთვარეულის გასაჭირი და დიალოგი სარკესთან,კვლავ ელ ესპექტადორში დაიბეჭდა.1950 წელს ელ ჰერალდოს თანამშრომელმა,”ბარანკოულის ჯგუფის”წევრებთან ერთად ტაბლოიდური ჟურნალის – ლა ქრონიკას გამოცემას მიჰყო ხელი.1952 წელს მარკესის ნაწარმოები – ქარიშხლის ხელნაწერი ლოსადას საგამომცემლო სახლმა დაიწუნა,თუმცა ელ ჰერალდოში დაიბეჭდა მისი მოთხრობა – ზამთარი,რომელიც მოგვიანებით,სხვა სათაურით გახდა ცნობილი – მაკონდაში ისაბელი ფანჯრიდან გასცქერის წვიმას.1953 წელს მარკესი კარდაკარ სიარულით და ენციკლოპედიების გაყიდვით ირჩენს თავს. (ავტორი გენია.ჯი) 1955 წელს პირველად მიემგზავრება ევროპაში – ელ ესპექტადორისთვის “დიდი ოთხეულის” ჟენევის სამიტის გასაშუქებლად.ამავე პერიოდში ბოგოტაში იბეჭდება მისი ნაწარმოები – ფოთლების ქარიშხალი.ამავე წლის ზამთარში მარკესი პარიზში ჩადის და საცხოვრებლადაც რჩება,თუმცა მუდმივი სამსახური არ გააჩნდა.1957 წელს ამთავრებს მოთხრობას – პოლკოვნიკს არავინ სწერს.იმოგზაურა პლინიო აპუელო მენდოსასთან ერთად კომუნისტურ ქვეყნებში და აქვეყნებს ჩანაწერებს – 90 დღე რკინის ფარდის იქით.1958 წლის 21 მარტს ქორწინდება მერსედეს რეკელ ბარხა პარდოსზე.1959 წელს კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბოგოტაში იბადება მისი პირველი ვაჟი – როდრიგო.1961 წელს მარკესი მეხიკოში ოჯახთან ერთად მიემგზავრება და მეხიკოში ენიჭება – ესსოს ლიტერატურული პრემია.1962 წლის 16 აპრილს მას მეორე ვაჟი – გონზალო შეეძინა მეხიკოში.ამავე ქვეყანაში ქვეყნდება მისი ნაწარმოები – დიდი დედის დაკრძალვა.1963 წელს მუშაობდა მექსიკური ფილმების სცენარისტად.წერს სცენარს ფილმისთვის – სიკვდილის დრო.1965 წელს კი მეხიკოში მუშაობას იწყებს მის გენიალურ ნაწარმოებზე – მარტოობის ასი წელი.1967 წელს არგენტინაში იბეჭდება ეს ნაწარმოები და ბესცელერიც ხდება,მალევე ამ ნაწარმოებს მიენიჭა არგენტინულიპრემია- პრიმერა პლანა.1967 წელსვე იგი ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადადის საცხოვრებლად.1975 წელს ქვეყნდება მარკესის რომანი – პატრიარქის შემოდგომა.ამავე წელს ბრუნდება სამშობლოში.1988 წელს დაასრულა მის მიერ დაწერილი ერთადერთი პიესა – სიყვარულის საბრალდებო სიტყვა გულხელდაკრეფილი კაცის მიმართ.1992 წელს უტარდება ოპერაცია ფილტვის სიმსივნის ამოსაკვეთად,რომელიც წრმატებით დასრულდა.1999 წელს ფილმის სცენარად გადაამუშავა სოფოკლეს ტრაგედია – ოიდიპოს მეფე.1997 წელს პირადად შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს ბილ კლინტონს.2007 წელს მარტოობის ასი წლის მე-40 საიუბილეო გამოცემა გამოვიდა.მარკეს მინიჭებული აქვს უამრავი პრემია და ჯილდო.მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და დღესაც მკითხველის დიდი სიყვარულით სარგებლობს. (ავტორი გენია.ჯი)