“რწმენა” – (უხილავი სიმდიდრე)
“ადამიანში ნათელი ჭეშმარიტი ღვთის,უფალ იესო ქრისტეს რწმენით შემოდის.რწმენა უხილავი სიმდიდრეა,რომელიც ღვთის მცნებების კვალდაკვალ მიყოლით მოიპოვება და კეთილი საქმეებით ხილვადი ხდება.რწმენა მიწაში ღრმად დაფლულ ოქროს ჰგავს,რომლის დასაუფლებლად შრომა და თხრაა საჭირო,ხოლო როდესაც მას მოიპოვებ,ღრმად უნდა დაფლა გულის სიღრმეში,რადგან დაუფარავი ,დაუცველი და გაუფრთხილებელი სიმდიდრე ადვილად წასართმევია მტრისგან.სიმდიდრის მოპოვება გაცილებით ადვილია,ვიდრე მისი გამრავლება შენარჩუნება,რადგან უფალმა თითოეული სული მდიდარი,უკვდავი შექმნა,მაგრამ მცირედთ მოუხმარიათ იგი ღვთისა და მოყვასის სიყვარულისთვის.რწმენის სიდიადე კი ღვთის ერთგულ ,მორჩილ სულებს მიეცემათ,რაზეც ნეტარი მამა “კიბის” მეოთხე თავში საუბრობს.უფლის მცნებებს მორჩილებით მიყოლილი სული ყველგან ზეციურ მასწავლებელს ხედავს,აქედან გამომდინარე,საკუთარი თავის ზნეობრივ ნაკლოვანებებსა და ცოდვიანობას ამჩნევს,რაც სინანულისა და გლოვის საწინდარია გონიერი სულისთვის.სინანული ხომ შეგრძნობილი სნეულების ტკივილებიდან გადმოღვრილი მანუგეშებელი ცრემლებია,რომლებიც მანამ არ ნელდება,სანამ წყლულები (ცოდვები) მოუშუშებელია.სინანულის ცეცხლისგან ცრემლებში ინთქმება,იწვება თითოეული ცოდვა გონიერი,წრფელი გლოვის შედეგად და “სათნოებათა მდინარეებად” გადაიქცევა.უფლისაგან ნაშობმა წმინდა სინანულმა არ იცის უსირცხვილობა,რადგან ის მხოლოდ საკუთარი დაჭრილი სულის წყლულებს “ახორცებს” ტირილითა და გლოვით”. (ავტორი გენია.ჯი)