“მამულიშვილობისა და კოსმოპოლიტიზმის შესახებ”

გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და “თერგდალეულთა” მიერ წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე,მწერალი და მთარგმნელი - ნიკოლოზ ავალიშვილი (1844-1929 წლები),მამულიშვილობისა და კოსმოპოლიტობის შესახებ წერდა:

“მამულიშვილობა,პატრიოტიზმი,ისევე ბუნებითი გრძნობაა,როგორიც ოჯახის სიყვარული…მამულიშვილი,შემთხვევის ჟამს თავის ოჯახს თმობს და მამულს სწირავს სიცოცხლეს,მაგრამ ამ სიყვარულს სულაც არ მოსდევს სხვა ერის უარყოფა და სიძულვილი.პირიქით,მამულიშვილური გრძნობით განმსჭვალული ადამიანისთვის სხვა ერის სიყვარული აუცილებელიც არის.ესეც არ იყოს,ადამიანის ბუნებითი თვისება სიყვარულია და ეს თვისება თავისთავად უარჰყოფს სხვისა სიძულვილს… (ავტორი გენია.ჯი)

კოსმოპოლიტობა ბუნებრივ თვისებად არ მიმაჩნია…ამ სახელს ეგოისტები ეფარებიან…სიცოცხლის დევიზად რომ…”სადაც კარგაა,სამშობლო იქაა” გაუხდიათ.ამ სახელითკიდევ ერის ურგები შვილი კოხტაობს,სამშობლოსთვის რომ გული არ უცემს და არარაობაში ატარებს თავის სიცოცხლეს.ამავე სახელით იმ “კუდახარებს” მოაქვთ თავი,თავისსაც რომ დაჰშორებიან და უცხოსთვის “შრომობე”,მაგრამ ვერც იმ უცხოს “უგერიებენ ბუზებს”…შესაწყნარებელი კოსმოპოლიტი მხოლოდ გენიოსი და მეცნიერია,ისიც იმით,რომ მათი შრომა ყველა ერისათვის არის გამოსადეგი.მაგრამ ეს “კოსმოპოლიტობა” იმათი ნიჭის შედეგია და არა თვითონ ნიჭი ან ბუნება…კოსმოპოლიტად შესაწყნარებელნი აგრეთვე ის მამულიშვილნი არიან,რომელნიც თავიანთი ერის წარმატებას ჰშველიან…სხვათა კოსმოპოლიტობა კი ფუჭი კაკალია – გარედან გაბერილი და შიგნიდან ფუყე”. (ავტორი გენია.ჯი)