ნიკოლაი ჰარტმანი
ნიკოლაი ჰარტმანი - დაიბადა 1882 წლის 20 თებერვალს ლატვიის დედაქალაქ რიგაში (იმ პერიოდის ლიფლიანდიის გუბერნია რუსეთის იმპერია).იგი გახლდათ დიდი გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი და კრიტიკული ონთოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.გიმნაზია პეტერბურგში დაამთავრა.მოგვიანებით,სწავლა ტარტუსა და სანკტ პეტერბურგის უნივერსიტეტებში განაგრძო,სადაც შეისწავლა ფილოსოფია და მედიცინა.რის შემდეგაც მიემგზავრება გერმანიაში და განათლებას კიდევ უფრო იუმჯობესებს აბარებს რა – მარბურგის უნივერსიტეტში.ჰარტმანი ჯერ პაულ ნატორპისა და ჰერმან კოგენის მოსწავლე იყო და მარბურგის სკოლის ნეოკანტიანელთა პოზიციებს იცავდა,რომელიც არსის პლატონისეულ ლოგიკას ექვემდებარებოდა.1909 წლის შემდეგ ჰუსერლის გავლენით დაიწყო გნოსეოლოგიის საზღვრების გადალახვადა “თვით საგნებისკენ სვლა”. (ავტორი გენია.ჯი) ჰარტმანი მოითხოვს კვლევის დამყარებას მეტაფიზიკის მინიმუმზე, იდეალიზმისა და რეალიზმზე მაღლა დგომისა და თვალსაზრისამდელ პოზიციებზე,გვთავაზობს ობიექტური იდეალიზმის,როგორც ღია სისტემის, საკუთარ გაგებას (“შემეცნების მეტაფიზიკის ძირითადი ნიშნები”),რომელიც 1921 წელს გამოაქვეყნა.1922 წლიდან კი თავად ხდება ამ უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი,სადაც 1950 წლამდე იმოღვაწევა.იგი არა მარტო მარბურგის არამედ – კიოლნის,ბერლინის და გიოტინგენის უნივერსიტეტების პროფესორიც იყო.საინტერესოა მისი ნაშრომები – ბუნების ფილოსოფია,ესთეტიკა,შესაძლებლობა და სინამდვილე,რეალური სამყაროს აგებულება და სხვა ნაშრომები.ჰარტმანმა დაწვრილებით დაამუშავა კატეგორიების პრობლემა,განასხვავა მათი სფეროები და ფენები, დაინახა დიალექტიკის საჭიროება,მაგრამ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ტელეოლოგია და განვითარების თეორია და ორივე უარყო, აღიარა მხოლოდ “ჰორიზონტალური” და არა “ვერტიკალური” დიალექტიკა, ამიტომ სისტემის ერთიანობა ვერ დააფუძნა.ნიკოლაი ჰარტმანის ჰარტმანის გავლენა განიცადეს ისეთმა ფილოსოფოსებმა,როგორებიც იყვნენ – იაკობი,მარტინი,ლანდმანი ვაინი და სხვები.აღსანიშნავია,რომ ჰარტმანის ხელმძღვანელობით 1922 წელს მარბურგში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ქართველმა მეცნიერმა გოგიბერიძემ.ცნობილია,რომ ჰარტმანის მოსწავლეები იყვნენ – ცნობილი პოეტი ბორის პასტერნაკი და ფილოსოფოსი ჰანს გეორგ გადამერი.ნიკოლაი ჰარტმანი გარდაიცვალა 1950 წლის 9 ოქტომბერს გიოტინგემში,გერმანიის ფედერაციულ რასპუბლიკაში. (ავტორი გენია.ჯი)